შინაარსზე გადასვლა

გალაქტიკური კოორდინატთა სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გალაქტიკური პოორდინატთა სისტემა — გალაქტიკური ეკვატორის მიმართ მნათობთა მდებარეობის განმსაზღვრელი ასტრონომიული კოორდინატების სისტემა (გალაქტიკური გრძედი და განედი). გალაქტიკურ კოორდინატებს იყენებენ ვარსკვლავთა ასტრონომიაში.

გალაქტიკური ეკვატორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი წრე, რომელზედაც იკვეთება ცის სფეროსთან ჩვენი გალაქტიკის სიმეტრიის სიბრტყე. გალაქტიკური ეკვატორი ემთხვევა ირმის ნახტომის შუა სიბრტყეს. ამ სიბრტყის ახლოს ვარსკვლავთშორისი მატერია და ვარსკვლავთა სივრცული კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს. მზე იმყოფება გალაქტიკური ეკვატორის ჩრდილოეთით 15 პს მანძილზე. ვარსკვლავთასტრონომთა გამოკვლევებში გალაქტიკური ეკვატორის მდებარეობა განისაზღვრება მიახლოებით, ხოლო კოორდინატთა გალაქტიკურ სისტემებში, სადაც გალაქტიკური ეკვატორი ძირითადი სიბრტყეა, ზუსტადაა განსაზღვრული მისი პოლუსების მდებარეობა. გალაქტიკური ეკვატორი ცის ეკვატორთან შეადგენს 62.6° კუთხეს. გალაქტიკური ეკვატორის ჩრდილოეთი პოლუსი მდებარეობს ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედში, სამხრეთი — მოქანდაკის თანავარსკვლავედში.