შინაარსზე გადასვლა

გალატია (რომის პროვინცია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალტია II საუკუნეში.

გალატიარომის იმპერიის პროვინცია ანატოლიაში (თანამედროვე ცენტრალური თურქეთი). დაარსდა რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის (ძვ. წ. 30 – ახ. წ. 14) მიერ ძვ. წ. 25 წელს და მოიცავდა ადრე დამოუკიდებელი კელტური გალატიის დიდ ნაწილს. მისი დედაქალაქი იყო ანკირა.

დიოკლეტიანეს ტეტრარქიის რეფორმების დროს გაიყო ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად და ჩამოყალიბდა პაფლაგონია და ლიკაონია.

დაახლოებით ახ. წ. 398 წელს, არკადიუსის მმართველობის დროს, ის გაიყო პროვინციებად: გალატია პრიმა და გალატია სეკუნდა ან სალუტარისი. გალატია პრიმა მოიცავდა ძველი პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, შეინარჩუნა ანკირა დედაქალაქად და მას მეთაურობდა კონსულარისი. სალუტარისი მოიცავდა ძველი პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნახევარს და მას მეთაურობდა პრესესი, დედაქალაქით პესინუსში. ორივე პროვინცია პონტოს დიოცეზის ნაწილი იყო. პროვინციები დროებით კვლავ გაერთიანდა 536–548 წლებში იუსტინიანე I-ის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია VII საუკუნეში საბოლოოდ შეუერთდა ახალ თემს ანატოლიკონს, ძველი პროვინციული ადმინისტრირების კვალი შემორჩა VIII საუკუნის დასაწყისამდე.