გალათასარაის მუზეუმი
| გალათასარაის მუზეუმი | |
|---|---|
|
| |
| 41°02′01″ ჩ. გ. 28°58′38″ ა. გ. / 41.0337611° ჩ. გ. 28.9774889° ა. გ. | |
| დაარსდა | 1868 წელი |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა | სტამბოლი და ბეიოღლუ |
| ოფიციალური საიტი | http://www.galatasaray.org/tarih/pages/tarih_muze.php |
![]() | |
გალათასარაის მუზეუმი (ოფიციალურად გალათასარაის უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი; თურქ. Galatasaray Müzesi) — კულტურული ცენტრი სტამბოლში, თურქეთში, დაარსებული 1868 წელს, რათა საზოგადოებას გააცნოს გალათასარაის ტრადიციები და ისტორია.
შენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი თავდაპირველად გაიხსნა კალამიშის ყურეში. 1919 წელს გადაიტანეს გალათასარაის გიმნაზიაში. მუზეუმის შენობა, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც გალათასარაის ფოსტა, აღადგინეს და გადააკეთეს მუზეუმის შესაფერისად. მუზეუმი განახლდა და ხელახლა გაიხსნა 2009 წელს ძალიან წარმატებული და თანამედროვე საგამოფენო კონცეფციით. გალათასარაიმ თავისი ახალი მუზეუმი გახსნა 2018 წელს. ტროფეების და დაფების უმეტესობა გადატანილ იქნა ახალ მუზეუმში, რომელიც მდებარეობს რამს პარკში. ბეიოღლუში მდებარე მუზეუმი ჯერ კიდევ გამოიყენება. თუმცა, ჯილდოების უმეტესი ნაწილი გამოფენილია ახლად გახსნილ სტადიონის მუზეუმში.
მუზეუმის ინტერიერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალათასარაის მუზეუმი არის პირველი სპორტული მუზეუმი თურქეთში და ამჟამად მას ხელმძღვანელობს მიუნევვერ ემინოღლუ. მუზეუმის პირველ სართულზე განთავსებულია გალათასარაის გიმნაზიის ისტორია მისი დაარსებიდან დღემდე, მათ შორის მოსწავლეთა უნიფორმები და გაკვეთილებზე გამოყენებული აღჭურვილობა, ასევე მრავალი სხვა ობიექტი და ფოტოგრაფია. მეორე სართულზე განთავსებულია გალათასარაის სპორტული კლუბის მიერ მისი დაარსებიდან მოგებული ყველაზე მნიშვნელოვანი ტროფეები, მეთინ ოქთაის მაისური და მრავალი ფოტოსურათი თუ სპორტული აღჭურვილობა. მესამე სართულზე განთავსებულია ადმინისტრაციული განყოფილებები.
მუზეუმის მომავალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალათასარაის მუზეუმი გაიხსნა 2009 წლის დეკემბერში გალათასარაის უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელით ყოფილ საფოსტო შენობაში. მუზეუმი, რომელიც ვიზიტორებისთვის ღიაა ყოველდღე, გარდა ორშაბათისა, ჯერ კიდევ სრულად გააქტიურების პროცესშია. კიდევ ერთ მუზეუმი არის სპორტული მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ახლად აშენებულ ალი სამი იენის კომპლექსში.
მუზეუმში არსებული თასები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალათასარაის სპორტულ კლუბს ოფიციალურად აქვს 85 ტროფეი ფეხბურთში, 37 მამაკაცთა კალათბურთში, 37 ქალთა კალათბურთში, 34 მამაკაცთა ფრენბურთში, 13 ქალთა ფრენბურთში, 34 მსუბუქ ათლეტიკაში, 22 ინვალიდის ეტლით კალათბურთში, 23 ქალთა ნიჩბოსნობაში, 38 მამაკაცთა ნიჩბოსნობაში, 28 მამაკაცთა წყალბურთში, 3 ქალთა წყალბურთში და 30 მამაკაცთა ცურვაში. ქვემოთ ჩამოთვლილი ტროფეების უმეტესობა გამოფენილია გალათასარაის სტადიონის მუზეუმში. ზოგიერთი მათგანი გამოფენილია ბეიოღლუს მუზეუმში. დარჩენილი ტროფეები ინახება გალათასარაის გიმნაზიის სასაწყობო ოთახში ადგილის ნაკლებობის გამო. არაოფიციალური ტროფეები არ არის ჩართული ქვემოთ მოცემულ სიაში. კლუბის მიერ სხვადასხვა არაოფიციალურ ტურნირებზე მოპოვებული ტროფეები ასევე გამოფენილია მუზეუმში.
ფეხბურთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სუპერლიგა (24): 1961-62, 1962-63, 1968-69, 1970-71, 1971-72, 1972-73, 1986-87, 1987-88, 1992-93, 1993-94, 1996-97, 1997-98, 1998-99, 1999-00, 2001-02, 2005-06, 2007-08, 2011-12, 2012-13, 2014-15, 2017-18, 2018-19, 2022-23, 2023-24
- თურქეთის თასი (18): 1963, 1964, 1965, 1966, 1973, 1976, 1982, 1985, 1991, 1993, 1996, 1999, 2000, 2005, 2014, 2015, 2016, 2019
- თურქეთის სუპერთასი (17): 1966, 1969, 1972, 1982, 1987, 1988, 1991, 1993, 1996, 1997, 2008, 2012, 2013, 2015, 2016, 2019, 2023
- პრემიერ-მინისტრის თასი (5): 1975, 1979, 1986, 1990, 1995
- სტამბოლის ფეხბურთის ლიგა (15): 1908-09, 1909-10, 1910-11, 1914-15, 1915-16, 1921-22, 1924-25, 1925-26, 1926-27, 1928-29, 1930-31, 1948-49, 1954-55, 1955-56, 1957-58
- სტამბოლის ფეხბურთის თასი (2): 1941-42, 1942-43
- თურქეთის ეროვნული დივიზიონი (1): 1939
- 50-ე წლისთავის თასი (1): 1973
- უეფა-ს სუპერთასი (1): 2000
- უეფა-ს თასი (1): 1999-2000
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პირველი სართული – ლიცე დე გალათასარაისა და გალათასარაის უნივერსიტეტის განყოფილება
-
გალათასარაის მუზეუმი - ლიცეე დე გალათასარაი
-
გალათასარაის მუზეუმი - ლიცეე დე გალათასარაი
ამ მუზეუმის პირველი სართული ეძღვნება ლიცეე დე გალატასარაის და გალატასარაის უნივერსიტეტს.
- მეორე სართული – გალათასარაის სპორტული კლუბის განყოფილება
-
გალათასარაის მუზეუმის ჭერი
-
გალათასარაის მუზეუმის კარი
ამ მუზეუმის მეორე სართული ეძღვნება გალათასარაის სპორტულ კლუბს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Galatasaray Müzesi Resmî Sitesi. ციტირების თარიღი: 10 Nisan 2018.
