გაიოზ ჯაყელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გაიოზ აკაკის ძე ჯაყელი (დ. 8 დეკემბერი, 1926, ბათუმი ― გ. 21 ნოემბერი, 1983, სოხუმი) ― ქართველი ინჟინერი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის დარგში. საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1971). სკკპ წევრი 1961-დან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის ვ. ი. ლენინის სახელობის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი (1949). ახალი ათონის კომპლექსის კეთილმოწყობისათვის სპეციალისტების ჯგუფთან ერთად (1977) მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. აფხაზეთის ასსრ VIII-IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის 2 ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]