შინაარსზე გადასვლა

გაიბოტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
გაიბოტენი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი სიონი
კოორდინატები 42°37′12″ ჩ. გ. 44°35′34″ ა. გ. / 42.62000° ჩ. გ. 44.59278° ა. გ. / 42.62000; 44.59278
ცენტრის სიმაღლე 1830
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გაიბოტენი — საქართველო
გაიბოტენი
გაიბოტენი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
გაიბოტენი
გაიბოტენი — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
გაიბოტენი

გაიბოტენი — ნასოფლარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ტყარშეტის მთის ძირში. მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1830 მეტრი, სტეფანწმინდიდან 6 კილომეტრი.

გაიბოტენი ქართულ საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდან იხსნება. სოფელი შედიოდა მდინარე თერგის მარცხენა სანაპირო ზოლის თავდაცვის ერთიან სისტემაში. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით არის გვირაბი, რომლითაც მოსახლეობა სოფელ თოთში იხიზნებოდა. გვრაბის თავზე ქვის კიბეებიც ყოფილა. XIX საუკუნის შუა წლებში გვირაბში ქვის კედელი ამოუშენებიათ და აქ ცხვარძროხის საწველი მოუწყვიათ. გაიბოტენი სამეფო საკუთრება იყო. მაგრამ მისი მოსახლეობის ნაწილი გერგეტის საყდრის ყმად ითვლებოდა. XVII საუკუნიდან, არაგვის ერისთავა მომძლავრების შემდეგ, სოფელზე წილი ამ ფეოდალებმაც დაიდეს. XVIII საუკუნის 70-იან წლებში მათ საკუთარი მეურნეობის სამართავად თავიაანთი მოხელეები დანიშნეს. მოსახლეობის ერთი ნაწილი მათ ემორჩილებოდა, ნაწილი კი უშუალოდ სამეფო კარს და მეფის ,,მორიგე ჯარის’’ სიაში იყო შეყვანილი. სოფლის მიდამოებში მოიპოვება გვარჯილა, რომლისგანაც კირსა და თოფისწამალს ამზადებენ.

სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს კვირე ღვთისშვილის ეკლესია. ეკლესია ნაგებია ქვითკირით და შეთეთრებულია კირით. სამხრეთით აქვს მოგრძო ოთხკუთხა ფორმის შესასვლელი. ჩრდილოეთით ეკლესია გორაკს ებჯინება, ამიტომ ამ მხარეს კედელი დაბალია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები ცენტრისკენაა აზიდული, რაც ორფერდა გადახურვას ქმნის. ეკლესია გადახურულია დიდი ბრტყელი ფიქალის ქვებით. კანკელი ქვითკირისაა. საკურთხეველში ტრაპეზი აგებულია სამი დიდი ბაზალტის ქვისგან. საკურთხეველი მთლიანად კირითაა შეთეთრებული.[2]

2014 აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[3] 138 60 78
2002[4] 17 9 8
2014[1] 0 0 0
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. ღამბაშიძე ნ., ალავერდაშვილი ქ. (2018). აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა. თბილისი: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, გვ. 110-111. 
  3. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 18.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II