გაზ ვოლგა სიბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაზ ვოლგა სიბერი — არის ოთხკარიანი სედანი, რომელიც დამზადებულია რუსული ფირმის გაზ-ის მიერ. აღნიშნული მანქანა, პირველად წარადგინეს 2007 წელს მოსკოვის საერთაშორისო საავტომობილო ჩვენებაზე. ეს მოდელი გამოჩნდა ბაზარზე 2008 წელს და რუსული ფირმა გაზ, ამ მოდელს უშვებდა 2010 წლამდე.

კრაისლერის ლიცენზიით დამზადებულმა სიბერმა გამოიყენა ზემოაღნიშნული პლატფორმა და ინსტრუმენტები მეორე თაობის Chrysler Sebring/Dodge Stratus–დან, მცირედი დიზაინის მოდიფიკაციით, რომელიც შესრულებულია ბრიტანული სტუდიის UltraMotive–ის მიერ მის ცხაურზე და ფარებზე. სხვა მოდიფიკაციები შემოიფარგლებოდა მკაცრი დამუხრუჭების სისტემით.

სიბერის გამოშვება დაიწყო 2008 წელს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან დაგეგმილი ჰქონდა კომპანიას 40000 მანქანის გამოშვება, 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დასაწყისში, გაყიდვები არ იყო მოსალოდნელი და სწორედ ამ დროისთვის 9000 მანქანა იყო წარმოებული.

აღნიშნული მანქანის ორი მოდელი იყო წარმოდგენილი. პირველი ეს იყო 2.0 ლიტრიანი 141 ცხენის ძრავიანი მაქანა, რომელსაც გააჩნდა კონდიციონერი, დრაივერის და სამგზავრო აირბაგები, ABS, წევის კონტროლის სისტემა, ჰალოგენური ფარები, დენის საჭე, რეგულირებადი გამაძლიერებელი სვეტი, ელექტრული რეგულირებადი მძღოლის გვერდითი ჯდომა, ექვსკაციანი გამაძლიერებელი აუდიო სისტემა დასაკეცი გვერდითი სარკეები, თვითგანათებული ინტერიერი უკანა ხედვის სარკით და ერთჯერადი სათადარიგო საბურავით.

უფრო ძვირადღირებული მაქანა იყო 2.4 ლ, 143 ცხენის ძრავიანი. რომელიც წინა მოდელისგან განსხვავებით იყო ტყავის ინტერიერით, ქურდობის საწინააღმდეგო სისტემითა და წინა ნისლის ნათურებით აღჭურვილი.

აღნიშნული ავტომობილის წარმოება დაიწყო საპილოტე პაკეტით 2008 წლის 28 მარტს, ხოლო სტაბილური წარმოების დონემ მიაღწია 2008 წლის 25 ივლისს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეწვია კომპანიის ქარხანას მოცულობის წარმოების წინა დღეს, მიჩიგანის შტატის ჩინოვნიკების წარმომადგენლებთან და მიჩიგანის ეკონომიკური განვითარების კორპორაციის წარმოამდგენლებთან ერთად.

საბოლოოდ ყოველწლიური წარმოება სასურველი იყო ქარხნის სიმძლავრეზე დამოკიდებული და დაახლოებით 100000 მანქანაზე იყო გათვლილი წელიწადში. 2008 წლის 29 აგვისტოს გაზმა დაიწყო ციმბირის ფლოტისთვის აღნიშნული მოდელების გაყიდვა, ასევე მთავრობის თანამშრომლებისთვის და ბიზნესმენებისთვის.

თავდაპირველად, ძირითადად, იმპორტირებულ ნაწილებს იყენებდნენ სატრანსპორტო საშუალებებში, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე დამზადებულ კომპონენტებს იყენებდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი ხარისხი ისეთივე კარგი იყო, როგორც მათი იმპორტირებული ნაწილების. აღნიშნული მოდელის ძრავები Chrysler-ისგან არის შეძენილი. ასევე ამ მოდელის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო იმპორტირებული ამერიკიდან და მექსიკიდან.

2008 წელს რუსული ARCAP უსაფრთხოების შეფასების პროგრამის მიერ ჩატარებულ ფრონტალური ავარიის ტესტირებისას მანქანამ 16-დან 7.2 ქულა დააგროვა და ოთხიდან ორი ვარსკვლავი მიიღო.

ამ მოდელის წარმოება კომპანიამ 2010 წელს შეწყვიტა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]