გაზელი დორკასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაზელი დორკასი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Gazella dorcas (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 8969

გაზელი დორკასი (ლათ. Gazella dorcas) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არც ისე დიდი ზომის ანტილოპაა. მისი სხეულის სიგრძეა 90–110 სმ, სიმაღლე მინდაოში 55–65 სმ, მასა 15–23 კგ, რქების სიგრძე მამლებს 25–38 სმ და დედლებს 15–25 სმ, კუდის სიგრძე 15–20 სმ.[1] როგორც უდაბნოს ბინადარს, თავისი ქვიშისფერი შეფერილობა საკმაოდ კარგად ნიღბავს. სხეულის ქვედა ნაწილი თეთრია, გვერდები — ოდნავ მოწითალო.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაზელი დორკასი გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ისრაელში, ლიბანში, იორდანიაში, სირიაში, ერაყში, დასავლეთ საუდის არაბეთსა და იემენში.

ცხოვრების ნირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეუძლია საერთოდ არ დალიოს წყალი, რადგან მისთვის სითხის მთავარი წყაროა ნამი მცენარეებზე, რითაც იკვებება, და მცენარეები, რომლებიც ღეროში ინახავენ წყალს.

დაცვის სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბულ ქვეყნებში სპორტული ნადირობის ობიექტია (ნადირობენ ვერტმფრენითა და მანქანით), რის გამოც IUCN-ის წითელ ნუსხაში შესულია, როგორც მოწყვლადი სახეობა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Castello J. R. (2016) Bovids of the World: Antelopes, Gazelles, Cattle, Goats, Sheep, and Relatives. — Princeton University Press. — Pp. 140—145. — 664 p. — ISBN 978-0-691-16717-6