გაზეთ პრიაზოვსკი კრაის რედაქციის შენობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაზეთ პრიაზოვსკი კრაის რედაქციის შენობა
რუს. Здание редакции газеты «Приазовский край»
Редакция газеты Приазовский край - к 1880г - Садовая,18 IMG 9607.JPG
კოორდინატები 47°13′06″N 39°42′00″E / 47.218264° ჩ. გ. 39.700089° ა. გ. / 47.218264; 39.700089
მდებარეობა დონის როსტოვი
გახსნის თარიღი 1880-იანი წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

გაზეთ პრიაზოვსკი კრაის რედაქციის შენობა (რუს. Здание редакции газеты «Приазовский край») — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩაზე (სახლი 18/31)[1]. ოქტომბრის რევოლუციამდე შენობაში განტავსებული იყო გაზეთ „პრიაზოვსკი კრაის“ რედაქცია. შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].

მისამართი: დონის როსტოვი, დიდი სადოვაიის ქუჩა № 18/31.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა აგებულია 1880-იანი წლების ბოლოს[2]. 1890-იან წლებში შენობაში განთავსდა გაზეთ „პრიაზოვსკი კრაის“ რედაქცია. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა სახლის ნაციონალიზაცია. 2000-იანი წლების ბოლოდან შენობა როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის ბალანსზე იმყოფება და მისი ექსპლოატაცია არ მომხდარა[3].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაზეთ „პრიაზოვსკი კრაის“ რედაქციის შენობა მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩისადა ბრატსკის შესახვევის კუთხეში. ნაგებობა სწორკუთხა დაგეგმარებისაა და გააჩნია შიდა ეზო, ყოველმხრივ შენობის კედლებით გარშემორტყმული. აქვს დაგეგმარების კორიდორული სისტემა ერთმხარეს განლაგებული სათავსოებით[2].

აგურის შენობა ორსართულიანია და აქვს ცალფერდა სახურავი. ფასადის გაფორმებაში გამოყენებულია კლასიციზმის ელემენტები. პირველი სართული რუსტირებულია. მეორე სართულის ფანჯრები სამკუთხა ფრონტონებითაა გაფორმებული[2].

მემორიალური დაფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობის ფასადზე დაკიდულია ორი მემორიალური დაფა. პირველი მემორიალური დაფა დაკიდეს 1968 წელს[2]:

ვიკიციტატა
„აქ, გაზეთ „პრიაზოვსკი კრაის“ რედაქციაში 1896-1898 წწ. მუშაობდა მწერალი ალექსანდრე სერფიმეს ძე სერაფიმოვიჩი (პოპოვი) (1863-1949)“

1978 წელს ფასადზე დაკიდეს მეორე მემორიალური დაფა წარწერით[2]:

ვიკიციტატა
„აქ, გაზეთ „პრიაზოვსკი კრაის“ რედაქციაში 1893-1895 წწ. მუშაობდა მწერალი ივანე ალექსის ძე სვირსკი (1865-1942)“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Захарьянц Т. Н., Иноземцев Г. А., Семерик П. В. Ростов-на-Дону. — Ростов-н/Д., 1949. — С. 128.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან 2013-09-14-ში. წაკითხვის თარიღი: 2013-08-28.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Шулепова Э. А. Материалы свода памятников истории и культуры РСФСР. Ростовская область.. — М.: Изд-во НИИ культуры, 1990. — С. 21.
  3. О здании редакции газеты “Приазовский край”. voopiik-don.ru. წაკითხვის თარიღი: 2013-09-06.