გაზაშვილების კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაზაშვილების კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ საგილზაზში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

გეგმით ოთხკუთხა კოშკი ნაგებია საშუალო ზომის ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. შემორჩენილია ქევსი სართულის დონეზე. გარედან მთლიანად გალესილი ყოფილა, შიგნიდან მხოლოდ მეორე სართული, კარიც ამ სართულზეა გაჭრილი აღმოსავლეთით. ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლების დიდი ნაწილი ჩაქცეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004