გაზანფარ ხალიგოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაზანფარ ხალიგოვი
დაიბადა 16 დეკემბერი, 1898(1898-12-16)
დაბადების ადგილი ბაქო
გარდაიცვალა 1 მარტი, 1981(1981-03-01) (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
ჟანრი გრაფიკა

გაზანფარ ალექბერ-ოღლუ ხალიგოვი (აზერ. Qəzənfər Ələkbəroğlu Xalıqov; 1898-1981) — აზერბაიჯანელი საბჭოთა გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი, აზერბაიჯანის სსრ კულტურის დამსახურებული მოღვაწე, აზერბაიჯანის სსრ სახალხო მხატვარი.[1]

ცხოვრება და ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაზანფარ ხალიგოვი 1898 წელს ბაქოში დაიბადა.[2] 1928 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის ხელოვნების სახელმწიფო ტექნიკუმი. არის ავტორი მწვავე კარიკატურებისა ჟურნალებში „მოლა ნასრედინი“ (19291930) და „კირპი“ („ზღარბი“, 1953 – 58). ხალიკოვი შუა საუკუნეების მინიატურისტების კომპოზიციურ ხერხებს იყენებდა აკვარელის სურათებში ნიზამი განჯელის პოემების „ხოსრევი და შირინი“ (1940) და „ისქანდერ-ნამეს“ (1953) გაფორმებისას. ხალიგოვმა შექმნა რიგი პლაკატები, თეატრალური ესკიზები, გრაფიკული სერიები („ნავთობის სარეწები“ 1949). შექმნა ისეთი სურათები, როგორებიცაა „ფირდოუსის დასაფლავება“ (1934, რუსტამ მუსტაფაევის სახელობის აზერბაიჯანის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ბაქო), ნიზამის პორტრეტი (1940, ნიზამი განჯევის სახელობის აზერბაიჯანული ლიტერატურის მუზეუმი, ბაქო).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rəssam Q.Ə.Xalıqova Azərbaycan SSR xalq rəssamı fəxri adı verilməsi haqqında Azərbaycan SSR Ali Soveti Rəyasət Heyətinin 12 oktyabr 1973-cü il tarixli Fərmanıanl.az saytı
  2. Искусство Советского Азербайджана. Живопис. Графика. Скульптура. — М.: Советский художник, 1970. — С. 188. — 207 с