შინაარსზე გადასვლა

გავარის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გავარი (მრავალმნიშვნელოვანი).
გავარის უღელტეხილი
კოორდინატები: 41°14′20″ ჩ. გ. 43°56′41″ ა. გ. / 41.239000° ჩ. გ. 43.944833° ა. გ. / 41.239000; 43.944833
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
დმანისის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2712 
ქედი ჯავახეთის ქედი
გამავალი გზა საცალფეხო ბილიკი
აკავშირებს მადათაფის ტბის აუზს მაშავერის აუზთან
ამგებელი ქანები ვულკანური ქანები
ფლორა ალპური და სუბალპური მდელოები
გავარის უღელტეხილი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
გავარის უღელტეხილი
გავარის უღელტეხილი — ქვემო ქართლის მხარე
გავარის უღელტეხილი

გავარის უღელტეხილიუღელტეხილი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდისა და ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ჯავახეთის ქედზე, მთა დალიდაღის ჩრდილოეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 2712 მ. აგებულია ახალგაზრდა დოლერიტული და ბაზალტური ლავებით. დაფარულია ალპური და სუბალპური მდელოებით. უღელტეხილზე გადადის საცალფეხო ბილიკი, რომელიც აერთებს მადათაფის ტბის აუზს მდინარე მაშავერის აუზთან.