გავაზი (ახალგორის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გავაზი (ახალგორის რაიონი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გავაზი.

გავაზისოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში. მდინარეების ჭურთისა და ქსნის წყალგამყოფის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდ. ჭურთის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1360 მ. ახალგორიდან 26 კმ.[1] ამჟამად სოფელში არავინ ცხოვრობს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 2 ადამიანი.

გავაზიდან ბარის სოფლებში არიან გადასახლებულები შერმადინები (მაგ., ოძისში).[2]

გავაზი მდებარეობს ისტორიულ შიდა ქართლში. პირველად მოხსენიებულია XIV საუკუნის „ძეგლი ერისთავთაში“. ადრინდელ შუა საუკუნეებში გავაზი შედიოდა ცხრაძმისხევში, შემდეგ — ქსნის საერისთავოში. სოფლის მახლობლად შემორჩენილია IX–X საუკუნეების ზურგიანი კოშკი და წმ. ბარბარეს ეკლესია. კოშკი ექვსსართულიანია, სახურავი ჩანგრეულია, ასევე ჩანგრეულია ეკლესიის გადამხურავი კამარა. დაზიანებულია კედლები. ეკლესია შიგნით შელესილი და მოხატული იყო. შემორჩენილ ფრაგმენტებზე გამოსახული არიან წმინდანები და საერო პირები. კედლებზე ასომთავრული წარწერებია.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 623.
  2. გვრიტიშვილი დ., ფეოდალერი საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ.: „სახელგამი“, 1955. — გვ. 76.
  3. გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 532.