გავაზის ღვთისმშობლის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გავაზის ღვთისმშობლის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლიდან დასავლეთით 0,5 კმ-ზე მდებარე კომპლექსი მთლიანად დანგრეულია. არც ერთი ნაგებობის გეგმა არ იკითხება. ქვები იმდენად დაშლილია, რომ რაიმეს თქმა შეუძლებელია. კომპლექსის სახელწოდება „ღვთისმშობელი“, უკავშირდება აქვე არსებული ეკლესიის სახელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 32