გავაზის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გავაზის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. მცირე ზომის დარბაზული, სწორკუთხასაკურთხევლიანი ეკლესიიდან შემორჩენილია სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე და დასავლეთი კედლის მცირე ნაწილი, სადაც შესასვლელი იყო მოთავსებული. ჩანს ბალავარის ბრტყელი ქვა. ეკლესიის ტერიტორიაზე ყრია შირიმის ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 33