გაეტანო დ’აგოსტინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გაეტანო დ'აგოსტინო
Gaetano D'Agostino.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გაეტანო დ'აგოსტინო
დაბადების
თარიღი
3 ივნისი, 1982 (1982-06-03) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
პალერმო, იტალია
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სიენა
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
1990—1998 პალერმო
1998—2000 რომა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2000—2001 რომა 1 (0)
2001—2003 ბარი 63 (2)
2003—2005 რომა 22 (0)
2005—2006 მესინა 42 (5)
2006—2010 უდინეზე 114 (12)
2010-2011 ფიორენტინა 20 (5)
2011-2014 სიენა 40 (7)
ეროვნული ნაკრები
1999—2001 იტა. U18 10 (3)
2002—2004 იტა. U21 15 (4)
2009 იტალია 5 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გაეტანო დ'აგოსტინო (იტალ. Gaetano D'Agostino; დ. 3 ივნისი, 1982, პალერმო, იტალია) — ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი. ამჟამად არის იტალიური საფეხბურთო კლუბ ვირტუს ფრანკავილას მწვრთნელი. უკანასკნელად თამაშობდა იტალიურ კლუბ ლუპა-რომაში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეტანომ კარიერა მშობლიურ პალერმოში დაიწყო, სადაც ბრწყინვალედ გამოდიოდა, რის გამოც დედაქალაქიდან შეამჩნიეს და რომაში წაიყვანეს, თუმცა მისი რონაული ოცნება ვერ ასრულდა, რადგან იქ თითქმის უსაქმოდ იყო, ამიტომაც იგი მალევე სერია ბ-ს კლუბ ბარიში გადავიდა, სადაც უკეთესად მოერგო. ორი სეზონის შემდეგ იგი ისევ დედაქალაქში დაბრუნდა და ამჯერადაც ამაო აღმოჩნდა მისი რომაში დაბრუნება, სადაც ორი სეზონი თითქმის უსაქმოდ იყო ისევ, მანამ სანამ მესინაში არ გადავიდა. სიცილიაზე მან ერთი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და დონით უფრო მაღალი გუნდისგან უდინეზესგან მოუვიდა შეთავაზება და ის რა თქმა უნდა დათანხმდა.

ფრიულის გუნდში გაეტანომ ძალიან ძლიერი ცენტრი შექმნა გიოკხან ინლერის ტანდემთან ერთად. ხოლო 2008/09 სეზონში ის სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველიც იყო, რის გამოც მას შანსი ჰქონდა რომ ან ტურინის იუვენტუსში ანდაც მადრიდის რეალში გადასულიყო, თუმცა იმის გამო რომ უდინეზემ მაღალი ფასი დაადო მის გადმობირებაზე უარი განაცხადეს. თითქოს ამ ყველაფერს გაეტანო უნდა გაეტეხა, მაგრამ მან ინტერვიუში განაცხადა რომ იდი კმაყოფილია რათა უდინეზეში დარჩა.

2010 წელს მან მაინც დატოვა ფრიული და ფლორენციას ჩააკითხა, სადაც ფიორენტინას ფეხბურთელი გახდა. მან ერთი კარგი სეზონი ითამაშა ფლორენციულ კლუბში, თუმცა გუნდმა რატომღაც უარი განაცხადა მის დატოვებაზე და იგი ისევ ფრიულის დაუბრუნდა. 2011 წელს კი სიენას ფეხბურთელი გახდა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეტანოს ყველაზე კაი სანაკრებო კარიერა U21-თან ჰქონდა, სადაც უდავოდ ლიდერი იყო გუნდის. პირველი დიდი გამოძახება კი 2009 წლის 9 ივნისს ამხანაგურ თამაში ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ მოუწია.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო

სანაკრებო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]