გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 978
| გაეროს უს რეზოლუცია 978 | |
|---|---|
|
რუანდელი ლტოლვილების ბანაკი აღმოსავლეთ ზაირში (ამჟამად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) | |
| თარიღი | [[27 თებერვალი]], 1995 |
| სხდომა № | 3,504 |
| კოდი | S/RES/978 (დოკუმენტი) |
| თემა | რუანდა |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 978, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული 1995 წლის 27 თებერვალს, და რომელიც იხსენებდა რუანდასთან დაკავშირებულ ყველა წინა რეზოლუციას, მათ შორის 935 (1994) და 955 (1994), საბჭომ დაავალა წევრ სახელმწიფოებს დაეკავებინათ და დაეპატიმრებინათ პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ რუანდის გენოციდის დროს ჩადენილ ქმედებებზე, საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის რუანდისთვის (ICTR) იურისდიქციის ფარგლებში.[1]
უშიშროების საბჭომ გამოხატა შეშფოთება რუანდაში გენოციდისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სისტემატური დარღვევების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ეს ცნობები დადასტურებული იყო ექსპერტთა კომისიის მიერ, რომელიც შეიქმნა რეზოლუცია 935-ის საფუძველზე. ასევე გამოითქვა შეშფოთება იმ თავდასხმებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართული იყო ლტოლვილების წინააღმდეგ, რომელთაც ნებაყოფლობით სურდათ დაბრუნება რუანდაში, და ლტოლვილთა ბანაკებში არსებულ მდგომარეობაზე. საბჭომ აღნიშნა, რომ პასუხისმგებელი პირები უნდა მიეცენ სამართალს.
წევრი სახელმწიფოების მიმართ საბჭომ მოუწოდა იმ პირების დაკავებას, რომლებიც მათ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და რომელთა მიმართაც არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რომ ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ ICTR-ის იურისდიქციაში შემავალ ქმედებებზე. იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეჭვმიტანილები დააკავეს, დაევალათ გაეროს გენერალური მდივნისთვის ბუტროს ბუტროს-ღალისა და ICTR-ის პროკურორის რიჩარდ გოლდსტოუნისთვის ინფორმაციის მიწოდება მათი ვინაობის, დაკავების მიზეზისა და არსებული მტკიცებულებების შესახებ. შესაბამის ქვეყნებს ასევე მოუწოდეს თანამშრომლობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან და ICTR-ის გამომძიებლებთან.
მკაცრად იქნა დაგმობილი ყველა თავდასხმა ლტოლვილთა ბანაკებზე, რომლებიც რუანდის საზღვრებთან მდებარეობდა, და საბჭომ მოუწოდა მსგავსი ქმედებების აღკვეთას. იმ სახელმწიფოებს, რომელთა ტერიტორიაზეც ასეთი თავდასხმები მოხდა, მოუწოდეს იმოქმედონ ეროვნული და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და დააკავონ და შეაგროვონ მტკიცებულებები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.
რეზოლუცია 978, არ იყო სავალდებულო წევრი სახელმწიფოებისთვის, რადგან არ იყო გამოყენებული გაეროს ქარტიის VII თავი.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Klip, André (2003). Annotated leading cases of International Criminal Tribunals: The International Criminal Tribunal for Rwanda 2000–2001. Intersentia nv, გვ. 212. ISBN 978-90-5095-319-1.
- ↑ Scherrer, Christian P (2002). Genocide and crisis in Central Africa: conflict roots, mass violence, and regional war. Greenwood Publishing Group, გვ. 158. ISBN 978-0-275-97224-0.
| |||||