შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 969

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 969

გაყოფილი კვიპროსი
თარიღი 21 დეკემბერი, 1994
სხდომა № 3484
კოდი S/RES/969 (დოკუმენტი)
თემა კვიპრისი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 969 ერთხმად მიიღეს 1994 წლის 21 დეკემბერს; 186-ე (1964), 831-ე (1993) და 889-ე (1993) რეზოლუციების მოხმობის შემდეგ, საბჭომ გამოხატა შეშფოთება კვიპროსის პოლიტიკურ დავაში პროგრესის არარსებობის გამო და გააგრძელა კვიპროსში გაეროს სამშვიდობო ძალების (UNFICYP) მანდატი 1995 წლის 30 ივნისამდე.[1]

გენერალური მდივნის, ბუტროს ბუტროს-გალის ანგარიშის განხილვის შემდეგ, საბჭომ მოუწოდა ორივე მხარის სამხედრო ხელმძღვანელობას, უზრუნველყონ, რომ ბუფერულ ზონაში არ მოხდეს ინციდენტები და ითანამშრომლონ UNFICYP-თან, განსაკუთრებით 1989 წლის „პერსონალისგან დაცლის“ (unmanning) შეთანხმების გავრცელების კუთხით ბუფერული ზონის ყველა არეალზე. გენერალურ მდივანს ეთხოვა, მუდმივად გადახედოს სამშვიდობო ძალების სტრუქტურასა და რაოდენობას, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი რესტრუქტურიზაცია.

ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდეს, აიღონ ვალდებულება კვიპროსში უცხოური ჯარების რაოდენობისა და თავდაცვის ხარჯების შემცირებაზე, რაც იქნებოდა პირველი ნაბიჯი არაკვიპროსული ძალების გაყვანისკენ, როგორც ეს „იდეების ერთობლიობაში“ (Set of Ideas) იყო შემოთავაზებული. რეზოლუციამ ასევე სთხოვა მხარეებს, 839-ე რეზოლუციის (1993) შესაბამისად, დაიწყონ მოლაპარაკებები ბუფერული ზონის სიახლოვეს საბრძოლო მასალის გამოყენებისა და იარაღიდან სროლის აკრძალვის მიზნით. კვიპროსისა და ჩრდილოეთ კვიპროსის ლიდერებს მოუწოდეს ორ თემს შორის ტოლერანტობისა და შერიგების ხელშეწყობისკენ; ამასთან, საბჭო მიესალმა გენერალური მდივნის ძალისხმევას ორივე ლიდერთან კონტაქტების შენარჩუნების მიმართულებით.

გენერალურ მდივანს ეთხოვა, 1995 წლის 15 ივნისამდე წარედგინა ანგარიში უშიშროების საბჭოსთვის კუნძულზე მოვლენათა განვითარების შესახებ.

  1. Necatigil, Zaim M. (1993). The Cyprus question and the Turkish position in international law, 2nd, Oxford University Press, გვ. lxviii. ISBN 978-0-19-825846-9.