გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 964
| გაეროს უს რეზოლუცია 964 | |
|---|---|
|
USS Hurricane (PC-3) during Operation Uphold Democracy | |
| თარიღი | 29 ნოემბერი, 1994 |
| სხდომა № | 3,470 |
| კოდი | S/RES/964 (დოკუმენტი) |
| თემა | ჰაიტი |
კენჭისყრა |
მომხრე: 13 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 2 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 964 მიიღეს 1994 წლის 29 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც საბჭომ გაიხსენა რეზოლუციები 841 (1993), 861 (1993), 862 (1993), 867 (1993), 873 (1993), 875 (1993), 905 (1994), 917 (1994), 933 (1994), 940 (1994), 944 (1994) და 948 (1994), აღნიშნა ჰაიტიში მიღწეული პროგრესი და გააძლიერა გაეროს მისია ჰაიტიში (UNMIH) მოვლინებული წინასწარი ჯგუფი.
მიესალმნენ მრავალეროვნული ძალების მცდელობებს ჰაიტიში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შესაქმნელად გაეროს მისიის (UNMIH) განლაგების მიზნით; ასევე მიესალმნენ პრეზიდენტ ჟან-ბერტრან არისტიდს, რომელიც ხელს უწყობდა ეროვნულ შერიგებას. გარდა ამისა, საბჭომ დადებითად შეაფასა წინასწარი ჯგუფის მიერ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის მიზანიც მრავალეროვნული ძალებიდან გაეროს მისიაზე (UNMIH) გადასვლის მომზადება იყო.[1]ამის შემდეგ, წინასწარი ჯგუფი 500-მდე თანამშრომლით გაძლიერდა, რაც აუცილებელი იყო გაეროს მისიაზე (UNMIH) გადასვლის პროცესისთვის. გენერალურ მდივანს, ბუტროს ბუტროს-გალის, ეთხოვა საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენა UNMIH-ის წინასწარი ჯგუფის შემადგენლობის გაზრდასთან დაკავშირებით, ხოლო მრავალეროვნულ ძალებსა და UNMIH-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდეს.
964-ე რეზოლუცია მიღებულ იქნა 13 ხმით, არცერთი წინააღმდეგით; ბრაზილიამ და რუსეთმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lehmann, Ingrid A. (1999). Peacekeeping and public information: caught in the crossfire. Routledge, გვ. 119. ISBN 978-0-7146-4930-6.
- ↑ Security Council meeting 3470 – The question concerning Haiti. UNdemocracy (29 November 1994). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 November 2012. ციტირების თარიღი: 1 April 2010
| |||||