გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 833
| გაეროს უს რეზოლუცია 833 | |
|---|---|
|
ერაყი (მწვანე) და ქუვეითი (ნარინჯისფერი) | |
| თარიღი | 27 მაისი, 1992 |
| სხდომა № | 3,224 |
| კოდი | S/RES/833 (დოკუმენტი) |
| თემა | ერაყი-ქუვეითი |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 833, მიიღეს 1993 წლის 27 მაისს, მას შემდეგ, რაც საბჭომ გაიხსენა რეზოლუციები 687 (1991), 689 (1991), 773 (1992) და 806 (1993), ასევე გენერალური მდივნის, ბუტროს ბუტროს-გალის ანგარიში, ხაზი გაუსვა გაეროს ერაყ-ქუვეითის საზღვრის დემარკაციის კომისიის მიერ მიმდინარე მუშაობას.
რეზოლუციამ შეახსენა მხარეებს, რომ გაეროს ერაყ-ქუვეითის საზღვრის დემარკაციის კომისიის მიზანი იყო არა ტერიტორიების ხელახალი გადანაწილება, არამედ პირველად მოენიშნა ქუვეითსა და ერაყს შორის საზღვრის ზუსტი კოორდინატები იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის 1963 წელს გაფორმდა. ერაყს შეახსენეს მისი ვალდებულებები 687-ე რეზოლუციის მიხედვით, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა. საბჭო ასევე მიესალმა გენერალური მდივნის გადაწყვეტილებას, რომელიც მოითხოვდა გაეროს ერაყ-ქუვეითის სადამკვირვებლო მისიისგან (UNIKOM) კომისიის მიერ დემარკირებული დემილიტარიზებული ზონის საზღვრების საბოლოო დადგენას.
გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მოქმედმა უშიშროების საბჭომ მოიწონა და დააფასა საზღვრის დემარკაციის კომისიის მიერ შესრულებული სამუშაო მისი დასრულებისთანავე.[1] მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომისიის გადაწყვეტილებები საზღვრის შესახებ იყო საბოლოო და მოითხოვა, რომ ერაყსა და ქუვეითს პატივი ეცათ საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობისთვის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Wet, Erika De (2004). The chapter VII powers of the United Nations Security Council. Hart Publishing, გვ. 367. ISBN 978-1-84113-422-2.
| |||||