შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 806

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 806

ერაყ-ქუვეითის ბარიერი
თარიღი 5 თებერვალი, 1993
სხდომა № 3171
კოდი S/RES/806 (დოკუმენტი)
თემა ერაყ-ქუვეითი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 806 ერთხმად მიიღეს 1993 წლის 5 თებერვალს; მას შემდეგ, რაც გაიხსენა 687-ე (1991), 689-ე (1991) და 773-ე (1992) რეზოლუციები, გენერალურ მდივან ბუტროს ბუტროს-გალის ანგარიშთან ერთად, საბჭომ, გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მოქმედმა, გარანტია გასცა ერაყსა და ქუვეითს შორის საერთაშორისო საზღვრის ხელშეუხებლობაზე და მისი აღსრულების მიზნით გატარებულ ზომებზე, რაც მოჰყვა 1993 წლის იანვარში ერაყის შეჭრას დემილიტარიზებულ ზონაში.[1]

რეზოლუციამ შემდეგ სთხოვა გენერალურ მდივანს, დაეგეგმა გაეროს ერაყ-ქუვეითის სადამკვირვებლო მისიის (UNIKOM) გაძლიერება და განეხორციელებინა პერსონალის ეტაპობრივი განლაგება. ამ დებულების თანახმად, „UNIKOM“-ი გარდაიქმნა შეიარაღებულ ძალად,[2] სადაც სადამკვირვებლო ჯგუფს [1] დაემატა 908 წევრისგან შემდგარი ბენგალური ქვეითი ბატალიონი. ამავდროულად, მან „UNIKOM“-ს მიანიჭა უფლებამოსილება, აღეკვეთა დარღვევები დემილიტარიზებულ ზონაში.

საბჭომ დასასრულს კვლავ დაადასტურა, რომ „UNIKOM“-თან დაკავშირებული მოვლენების შემდეგი განხილვა 1993 წლის აპრილში გაიმართებოდა.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Katzman, Kenneth (2003). Iraq: issues, historical background, bibliography. Nova Publishers, გვ. 42. ISBN 978-1-59033-292-4. 
  2. 1 2 Graham-Brown, Sarah (1999). Sanctioning Saddam: the politics of intervention in Iraq. I.B.Tauris, გვ. 48. ISBN 978-1-86064-473-3.