გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 775
| გაეროს უს რეზოლუცია 775 | |
|---|---|
|
ამერიკული და იტალიური ძალები მოგადიშოში | |
| თარიღი | 28 აგვისტო, 1992 |
| სხდომა № | 3,110 |
| კოდი | S/RES/775 (დოკუმენტი) |
| თემა | სომალი |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 775, მიიღეს 1992 წლის 28 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც საბჭომ დაადასტურა 733 (1992), 746 (1992), 751 (1992) და 767 (1992) რეზოლუციები და განიხილა გენერალური მდივნის, ბუტროს ბუტროს-გალის მოხსენება სომალიში მიმდინარე სამოქალაქო ომის შესახებ, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სომალიში გაეროს ოპერაციის პირადი შემადგენლობა დამატებით 3,000 პერსონალით გაეზარდა.[1]
საბჭომ ასევე დაამტკიცა სომალიში ოთხი ზონის შექმნა: ჩრდილო-დასავლეთი (ბერბერა), ჩრდილო-აღმოსავლეთი (ბოსასო), ცენტრალური რეგიონები და დედაქალაქი მოგადიშო. თითოეულ ზონაში გაეროს ორგანიზაცია გასწევდა ჰუმანიტარულ დახმარებას, რასთან ერთად განახორციელებდა ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს და უსაფრთხოების შენარჩუნებას სომალელი ფრაქციების განიარაღებაში დახმარების გზით.[2] საბჭო ასევე მიესალმა გენერალური მდივნის გადაწყვეტილებას საჰაერო ტრანსპორტირების გაზრდის შესახებ, ისევე როგორც წევრი სახელმწიფოების მიერ გაღებულ წვლილს და მოუწოდა სომალიში მოქმედ მხარეებსა და ფრაქციებს, ყველანაირად ეთანამშრომლათ გაეროს პერსონალთან.
რეზოლუცია ასევე მოითხოვდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მკაცრ მონიტორინგს, მოუწოდებდა სომალიში მოქმედ მხარეებს, ხელი შეეწყოთ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის და მიმართავდა არაბული ქვეყნების ლიგას, აფრიკის ერთობის ორგანიზაციასა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას, რათა დახმარებოდნენ ყოვლისმომცველი კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიებაში.
ბუტროს-გალის თანახმად, აღნიშნული რეზოლუცია მიუთითებდა იმაზე, რომ უშიშროების საბჭომ „საბოლოოდ გადაწყვიტა უფრო მტკიცე ზომების მიღება“,[3] მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი ღონისძიებები მანდატში ჯერ კიდევ არ იყო ჩართული. დამატებითი პერსონალის განლაგებაზე სომალის მთავრობისგან ნებართვა არ უთხოვიათ, ვინაიდან ქვეყანაში ქმედითუნარიანი მთავრობა არ არსებობდა.[4] სექტემბერში ქვეყანაში პირველი ქვედანაყოფების ჩასვლა დაიწყო.[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Fenton, Neil (2004). Understanding the UN Security Council: coercion or consent?. Ashgate Publishing, Ltd, გვ. 72. ISBN 978-0-7546-4092-9.
- ↑ Sitkowski, Andrzej (2006). UN peacekeeping: myth and reality. Greenwood Publishing Group, გვ. 100. ISBN 978-0-275-99214-9.
- ↑ Rutherford, Ken (2008). Humanitarianism under fire: the US and UN intervention in Somalia. Kumarian Press, გვ. 51. ISBN 978-1-56549-260-8.
- ↑ Boutros-Ghali, Boutros (1999). Unvanquished: A U.S.-U.N. saga. I.B.Tauris, გვ. 55. ISBN 978-1-86064-497-9.
- ↑ Department of Public Information, United Nations. (21 March 1997) Somalia – UNOSOM I. United Nations.