გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 762
| გაეროს უს რეზოლუცია 762 | |
|---|---|
|
ხორვატიის ჯარისკაცები | |
| თარიღი | 30 ივნისი, 1992 |
| სხდომა № | 3,088 |
| კოდი | S/RES/762 (დოკუმენტი) |
| თემა | ხორვატია |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 762 რომელიც ერთხმად მიიღეს 1992 წლის 30 ივნისს, მას შემდეგ, რაც საბჭომ კვლავ დაადასტურა 713 (1991), 721 (1991), 724 (1991), 727 (1992), 740 (1992), 743 (1992), 749 (1992), 752 (1992), 757 (1992), 758 (1992), 760 (1992) და 761 (1992) რეზოლუციები, მოუწოდა ყველა მხარეს, პატივი სცენ ყოფილ იუგოსლავიაში გაეროს გეგმით ნაკისრ ვალდებულებებს და დაასრულონ საომარი მოქმედებები.
მან ასევე მოუწოდა ხორვატიას, გაეყვანა თავისი არმია დალმაციაში ბოლოდროინდელი შეტევის ადგილებიდან იმ პოზიციებზე, რომლებიც 1992 წლის 21 ივნისამდე ეკავა; ასევე მოუწოდა იუგოსლავიის სახალხო არმიის დარჩენილ ქვედანაყოფებს, ხორვატიაში არსებულ სერბეთის ტერიტორიული თავდაცვის ძალებსა და არარეგულარულ ფორმირებებს, მკაცრად დაეცვათ გაეროს სამშვიდობო გეგმა.
762-ე რეზოლუციამ ასევე გასცა რეკომენდაცია ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც დაკომპლექტდებოდა ხორვატიის მთავრობისა და ადგილობრივი სერბების წარმომადგენლებით. კომისიას კონსულტაციები უნდა გაევლო ბელგრადის ხელისუფლებასთან „საჭიროების ან მიზანშეწონილობის შემთხვევაში“ თავის ფუნქციებთან დაკავშირებით, რაც შეეხებოდა პოლიციის ორგანოების მონიტორინგს და ორივე არმიის გაყვანას გაეროს დაცული ტერიტორიებიდან და გაეროს კონტროლს მიღმა არსებული „ვარდისფერი ზონებიდან“.[1] მან ასევე გასცა ნებართვა გაეროს დამცავი ძალების (UNPROFOR) შემადგენლობის 120 სამოქალაქო პოლიციელითა და 60 სამხედრო ოფიცრით გაზრდის შესახებ.[2]
იარაღის ემბარგოსა და იმ შედეგების დადასტურებით, რაც შეიძლება მოჰყოლოდა იუგოსლავიაში გაეროს გეგმის ჩავარდნას, საბჭომ კვლავ მოუწოდა ყველა მხარეს, ეთანამშრომლათ იუგოსლავიის საკითხებზე გამართულ კონფერენციასთან, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური მოწესრიგების მიღწევა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის პრინციპების შესაბამისად.
ხორვატია არ დაემორჩილა რეზოლუციას და არ გაიყვანა თავისი არმია მილევცის პლატოდან.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Damrosch, Lori Fisler (1993). Enforcing restraint: collective intervention in internal conflicts. Council on Foreign Relations, გვ. 41. ISBN 978-0-87609-155-5.
- ↑ Doyle, Michael W. (2006). Making war and building peace: United Nations peace operations. Princeton University Press, გვ. 165. ISBN 978-0-691-12275-5.