შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 751

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 751

აღჭურვილი სომალის ეროვნული არმიის ჯარისკაცი
თარიღი 24 აპრილი, 1992
სხდომა № 3,069
კოდი S/RES/751 (დოკუმენტი)
თემა სომალი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 751 რომელიც ერთხმად მიიღეს 1992 წლის 24 აპრილს, მას შემდეგ, რაც საბჭომ კვლავ დაადასტურა 733 (1992) და 746 (1992) რეზოლუციები და განიხილა გენერალური მდივნის, ბუტროს ბუტროს-გალის ანგარიში სომალიში მიმდინარე სამოქალაქო ომის შესახებ. საბჭომ დააფუძნა გაეროს ოპერაცია სომალიში I (UNOSOM I), დედაქალაქ მოგადიშოში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის 50 დამკვირვებლის დაუყოვნებლივი განთავსებით.

საბჭომ ასევე პრინციპების დონეზე დააფუძნა უსაფრთხოების ძალები, რომლებიც დაექვემდებარებოდნენ ახლად შექმნილ თანამდებობას გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სომალიში და მოითხოვა შემდგომი კონსულტაციები შემოთავაზებულ ძალებთან დაკავშირებით. მან ასევე სთხოვა გენერალურ მდივანს, ხელი შეეწყო საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ხელი შეწყობოდა შერიგების პროცესს და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. რეზოლუცია ასევე მიესალმა არაბული ქვეყნების ლიგის, აფრიკის ერთობის ორგანიზაციისა და ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის ძალისხმევას სომალიში და მოუწოდა კონფერენციის ჩატარებისკენ ზემოხსენებული ორგანიზაციების, გენერალური მდივნისა და სომალის ფრაქციების მონაწილეობით.

751-ე რეზოლუციამ ასევე შექმნა უშიშროების საბჭოს კომიტეტი სომალის წინააღმდეგ დაწესებული იარაღის საყოველთაო და სრული ემბარგოს ზედამხედველობისთვის, რაც მოიცავდა ცალკეული სახელმწიფოებისგან ინფორმაციის გამოთხოვას მათ მიერ გატარებული ზომების შესახებ და რეკომენდაციების მომზადებას ემბარგოს ეფექტურობის გაუმჯობესებისა და იმ სახელმწიფოების შესახებ, რომლებიც მას არღვევენ.[1] იგი დასრულდა მოწოდებით ყველა დონეზე თანამშრომლობისკენ, რათა ქვეყანაში მიღწეულიყო მშვიდობიანი მოწესრიგება.

წლების განმავლობაში უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით ემბარგო იცვლებოდა, რათა ჟურნალისტებს საშუალება მისცემოდათ პირადი სარგებლობისთვის შემოეტანათ ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები,[2] ხოლო აფრიკის კავშირს ჩამოეყალიბებინა შეიარაღებული წარმომადგენლობა.[3]

2002 წელს შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი იარაღის ემბარგოს წარუმატებლობის მიზეზების გამოსაძიებლად.[4] მისმა ანგარიშმა[5] საფუძველი ჩაუყარა მონიტორინგის ჯგუფის შექმნას.[6] მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშში დეტალურად იყო აღწერილი იარაღის მრავალრიცხოვანი გადაზიდვები, რომლებიც ზოგჯერ მეკობრეების დახმარებით ან მეზობელი ქვეყნების სამთავრობო მარაგებიდან ხორციელდებოდა. დადგინდა, რომ იმპორტი დონორების მიერ გამოყოფილი თანხებით ფინანსდებოდა.[7]

2008 წელს ემბარგო ეხებოდა იმ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO), რომლებიც სომალის მოთხოვნის საფუძველზე უწევდნენ ტექნიკურ დახმარებას ქვეყანას სანაპირო და საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, მათ შორის სომალის სანაპიროსთან მეკობრეობის წინააღმდეგ საბრძოლველად.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Security Council Committee established pursuant to Resolution 751 (1992) concerning Somalia. United Nations.
  2. გაერო Security Council Resolution 1356. S/RES/1356(2001) (2001) Retrieved 22 November 2008.
  3. გაერო Security Council Resolution 1744. S/RES/1744(2007) (2007) Retrieved 22 November 2008.
  4. გაერო Security Council Resolution 1425. S/RES/1425(2002) (2002) Retrieved 22 November 2008.
  5. გაერო Security Council Document 1035. S/2003/1035 (2003) Retrieved 22 November 2008.
  6. გაერო Security Council Resolution 1519. S/RES/1519(2003) (2003) Retrieved 22 November 2008.
  7. გაერო Security Council Document 274. Report of the Monitoring Group on Somalia pursuant to Security Council resolution 1766 (2007) S/2008/274 24 April 2004. Retrieved 22 November 2008.
  8. გაერო Security Council Resolution 1816. S/RES/1816(2008) 2 June 2008. Retrieved 22 November 2008.