შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 749

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 749
თარიღი 7 აპრილი, 1992
სხდომა № 3,066
კოდი S/RES/749 (დოკუმენტი)
თემა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 749 ერთხმად მიიღეს 1992 წლის 7 აპრილს. იგი ეყრდნობოდა წინა რეზოლუციებს (713, 721, 724, 727, 740 და 743) და გენერალურ მდივან ბუტროს ბუტროს-გალის მოხსენების განხილვის შემდეგ, დაამტკიცა გაეროს დამცავი ძალების (UNPROFOR) რაც შეიძლება სწრაფი განთავსება ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ყოველდღიური და უწყვეტი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭომ მოუწოდა ყველა მხარეს, უზრუნველეყოთ გაეროს დამცავი ძალების უსაფრთხოება და გადაადგილების თავისუფლება, ასევე მოუწოდა მათ, ხელი შეეწყოთ ხარჯების ანაზღაურებაში მისიის მაქსიმალურად ეფექტური და ეკონომიური მუშაობისთვის. ამასთანავე, საბჭომ მოუწოდა ბოსნია და ჰერცეგოვინაში მყოფ ძალებს, ეთანამშრომლათ ევროპის თანამეგობრობასთან და მოუწოდა ყველა მხარეს, თავი შეეკავებინათ საომარი მოქმედებებისგან იმ ადგილებში, სადაც „UNPROFOR“-ის ქვედანაყოფები იქნებოდნენ განლაგებულნი.[1]

მიუხედავად იმისა, რომ 749-ე რეზოლუციამ სრული უფლებამოსილება გასცა, გაეროს დამცავი ძალების (UNPROFOR) სრულად განთავსება მხოლოდ 1992 წლის მაის-ივნისამდე მოხერხდა.[2] ამ რეზოლუციის მიღება დაემთხვა იმ დღეს, როდესაც დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ ბოსნია და ჰერცეგოვინის, ხორვატიისა და სლოვენიის დამოუკიდებლობა აღიარა.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Woodward, Susan L. (1995). Balkan tragedy: chaos and dissolution after the Cold War. Balkan tragedy: chaos and dissolution after the Cold War, გვ. 402. ISBN 978-0-8157-9513-1. 
  2. Lucarelli, Sonia (2000). Europe and the breakup of Yugoslavia: a political failure in search of a scholarly explanation. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 169. ISBN 978-90-411-1439-6. 
  3. Kelleher, Catherine McArdle (1995). The future of European security: an interim assessment. Brookings Institution Press, გვ. 129. ISBN 978-0-8157-4889-2.