გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 725
| გაეროს უს რეზოლუცია 725 | |
|---|---|
|
დასავლეთ საჰარის რეგიონი | |
| თარიღი | 31 დეკემბერი, 1991 |
| სხდომა № | 3,025 |
| კოდი | S/RES/725 (დოკუმენტი) |
| თემა | დასავლეთ საჰარა |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 725, მიღებულია 1991 წლის 31 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც საბჭომ განიხილა 621 (1988), 658 (1990) და 690 (1991) რეზოლუციები და განიხილა გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება დასავლეთ საჰარაში არსებული მდგომარეობის შესახებ, საბჭო მიესალმა აღნიშნულ მოხსენებას და მხარი დაუჭირა მის, ისევე როგორც აფრიკის ერთობის ორგანიზაციის ძალისხმევას რეგიონში.
რეზოლუცია მოუწოდებდა მაროკოსა და პოლისარიოს ფრონტს, ეთანამშრომლათ გენერალურ მდივანთან განახლების გეგმის იმპლემენტაციის პროცესში. მოხსენებაში აღნიშნული იყო წინა რეზოლუციების შესრულების ნელი პროგრესი, განსაკუთრებით დასავლეთ საჰარაში რეფერენდუმის ორგანიზების თვალსაზრისით. გარკვეული უთანხმოებების მიუხედავად, ორივე მხარემ აღიარა განახლების გეგმა, თუმცა არაფორმალური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა და საომარი მოქმედებები განახლდა. მოხსენებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ დასავლეთ საჰარაში რეფერენდუმის ჩასატარებლად გაეროს მისიის (MINURSO) ყოფნამ მნიშვნელოვნად განმუხტა დაძაბულობა, თუმცა საკითხის მოგვარების მიზნით დამატებითი კონსულტაციებისთვის პროცესი დროში გაიწელებოდა.[1]
საბჭოს ზოგიერთი წევრი, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, მიიჩნევდა, რომ მოხსენება და მასში მოცემული რეკომენდაციები, კერძოდ, ამომრჩეველთა უფლებამოსილების შესახებ, არ ასახავდა იმას, რაზეც მხარეები მანამდე შეთანხმდნენ, რის გამოც 725-ე რეზოლუციამ მოხსენება მხოლოდ „მოიწონა“, მაგრამ არ „დაამტკიცა“.[2]
725-ე რეზოლუცია იყო უშიშროების საბჭოს პირველი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის ფედერაციამ მიიღო მონაწილეობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რაც 5 დღით ადრე, 26 დეკემბერს მოხდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ United Nations: Department of Political Affairs (1989). Repertoire of the Practice of the Security Council: Supplement 1989–1992. United Nations Publications, გვ. 354. ISBN 978-92-1-137030-0.
- ↑ Jensen, Erik (2005). Western Sahara: anatomy of a stalemate. Lynne Rienner Publishers, გვ. 47. ISBN 978-1-58826-305-6.