გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 721
| გაეროს უს რეზოლუცია 721 | |
|---|---|
|
გაეროს რუკა ყოფილი იუგოსლავიის შესახებ, რომელიც აჩვენებს, როგორ გამოიყურებოდა იგი 1992 წელს დაშლის შემდეგ. | |
| თარიღი | 27 ნოემბერი, 1991 |
| სხდომა № | 3,018 |
| კოდი | S/RES/721 (დოკუმენტი) |
| თემა | ფედერაციულ რესპუბლიკაში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 721, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული 1991 წლის 27 ნოემბერს, ადასტურებს რეზოლუცია 713-ს (1991) იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში არსებული ვითარების შესახებ. საბჭომ მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა გენერალური მდივნის, ხავიერ პერეს დე კუელიარისა და მისი პირადი წარგზავნილის ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის ცალკეულ ნაწილებში დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მისიის ჩამოყალიბების იმედით.
თუმცა, საბჭომ აღნიშნა, რომ სამშვიდობო მისიის განლაგება ვერ განხორციელდება მანამ, სანამ კონფლიქტში ჩართული მხარეები სრულად არ დაიცავენ ხელმოწერილ შეთანხმებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ საბჭო განიხილავს გენერალური მდივნის რეკომენდაციებს, მათ შორის ქვეყანაში შესაძლო სამშვიდობო მისიის დაფუძნების შესახებ.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mayall, James (1996). The New interventionism, 1991–1994: United Nations experience in Cambodia, former Yugoslavia, and Somalia. Cambridge University Press, გვ. 171. ISBN 978-0-521-55856-3.