გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 713
| გაეროს უს რეზოლუცია 713 | |
|---|---|
|
იუგოსლავია | |
| თარიღი | 25 სექტემბერი, 1991 |
| სხდომა № | 3,009 |
| კოდი | S/RES/713 (დოკუმენტი) |
| თემა | იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 713 ერთხმად მიიღეს 1991 წლის 25 სექტემბერს. მას შემდეგ, რაც საბჭომ მიიღო მიმართვები წევრი სახელმწიფოებისგან და მოიწონა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის ძალისხმევა რეგიონში, გადაწყდა, რომ ქარტიის VII თავის საფუძველზე იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკას დაწესებოდა იარაღის ემბარგო. ეს გადაწყვეტილება მიიღეს ქვეყანაში დაწყებული საომარი მოქმედებების ფონზე. რეზოლუცია 713 იყო პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც იუგოსლავიის დაშლის პროცესს ეხებოდა.[1]
ამ რეზოლუციით საბჭომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობისა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მიერ იუგოსლავიაში საომარი მოქმედებების შესაწყვეტად გატარებულ ღონისძიებებს და გენერალურ მდივან ხავიერ პერეს დე კუელიარს იუგოსლავიის მთავრობასთან კონსულტაციების გზით პროცესში ჩართვა სთხოვა. დოკუმენტი მხარეებს 1991 წლის სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვისკენ, მოლაპარაკებების დაწყებისა და რეგიონში დაძაბულობის გამამწვავებელი ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდა.
საომარი მოქმედებების გაგრძელების გათვალისწინებით, რეზოლუციამ იუგოსლავიაში იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის ყოველგვარ მიწოდებაზე ემბარგო დააწესა, რაც ძალაში საბჭოს მიერ საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დარჩენილიყო. ეს პუნქტი ქარტიის VII თავის საფუძველზე დამტკიცდა, რადგან არსებული ვითარება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხედ შეფასდა. ვინაიდან იუგოსლავიის სახალხო არმია დედაქალაქ ბელგრადიდან იმართებოდა, მიიჩნევენ, რომ ამან იუგოსლავიის სხვა ქვეყნები არათანაბარ და არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა საომარი მოქმედებების გაგრძელებისას. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია იუგოსლავიის შემადგენელ ყველა სახელმწიფოსა და მათ დამოუკიდებელ სუბიექტებს ეხებოდა, თუმცა ბოსნია და ჰერცეგოვინა ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ემბარგო მხოლოდ იუგოსლავიის არსებობის პერიოდში იყო ვალიდური და ქვეყნების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ძალა აღარ ჰქონდა.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ceulemans, Carl (2005). Reluctant justice: a just-war analysis of the international use of force in the former Yugoslavia (1991–1995). ASP / VUBPRESS Brussels, გვ. 41. ISBN 978-90-5487-399-0.
- ↑ Bedjaoui, Mohammed (1994). The new world order and the Security Council: testing the legality of its acts. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 51. ISBN 978-0-7923-3434-7.