შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 705

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 705
თარიღი 15 აგვისტო, 1991
სხდომა № 3,004
კოდი S/RES/705 (დოკუმენტი)
თემა ერაყი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 705 ერთხმად იქნა მიღებული 1991 წლის 15 აგვისტოს. გაეროს გენერალური მდივნის შენიშვნის განხილვის შემდეგ, საბჭომ დაადგინა, რომ 687-ე რეზოლუციიდან (1991) გამომდინარე, ერაყის მიერ გაეროს საკომპენსაციო კომისიისთვის გადახდილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს მისი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის წლიური ღირებულების 30 პროცენტს.

რეზოლუცია, რომელიც გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე იქნა მიღებული, ერაყს ნავთობის ექსპორტის უფლებას აძლევდა ჰუმანიტარული დახმარების სანაცვლოდ. თუმცა, თავდაპირველად ერაყმა ამ რეზოლუციაზეც და 712-ე რეზოლუციაზეც უარი განაცხადა.[1]ერაყიდან ნავთობის ექსპორტი აიკრძალა მას შემდეგ, რაც იგი 1990 წლის 2 აგვისტოს ქუვეითში შეიჭრა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. O'Sullivan, Meghan L. (2003). Shrewd sanctions: statecraft and state sponsors of terrorism. Brookings Institution Press, გვ. 111. ISBN 978-0-8157-0602-1.