გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 698
| გაეროს უს რეზოლუცია 698 | |
|---|---|
|
UNFICYP ბაზა | |
| თარიღი | 14 ივნისი, 1991 |
| სხდომა № | 2,993 |
| კოდი | S/RES/698 (დოკუმენტი) |
| თემა | კვიპროსი |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 698მიღებული 1991 წლის 14 ივნისს,მას შემდეგ, რაც საბჭომ განიხილა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული 682-ე (1990) რეზოლუცია და კვიპროსის შესახებ მანამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილება (უახლეს, 697-ე რეზოლუციამდე), საბჭომ გამოხატა შეშფოთება კვიპროსში გაეროს სამშვიდობო ძალების (UNFICYP) ფინანსური მდგომარეობის გამო, რომლებიც 186-ე (1964) რეზოლუციის საფუძველზე შეიქმნა.
წარდგენილ მოხსენებაზე დაყრდნობით, საბჭომ დაასკვნა, რომ აუცილებელია სამშვიდობო ძალების დაფინანსების ისეთი მეთოდის შემუშავება, რომელიც მათ მყარ და საიმედო „ფინანსურ ბაზისზე“ დააყენებდა, რისი მიზანიც UNFICYP-ის ხარჯების შემცირება და მკაფიოდ განსაზღვრა იყო. საბჭომ ასევე სთხოვა გენერალურ მდივანს, გაემართა კონსულტაციები უშიშროების საბჭოს, წევრ ქვეყნებთან და სხვა მხარეებთან, რათა 1991 წლის 15 დეკემბრისთვის — მანდატის მორიგი გაგრძელების დროისთვის — მოეხსენებინა გასატარებელი ფინანსური ზომების შესახებ.
ამ რეზოლუციის საფუძველზე მომზადებულმა მოხსენებამ გამოავლინა დაზოგვის რამდენიმე შესაძლო გზა, მათ შორის: სამხედრო კონტინგენტის რაოდენობისა და პერსონალის შემცირება სეზონური ზრდის გათვალისწინებით, სამშვიდობო ძალების გარდაქმნა სამეთვალყურეო მისიად, ჰუმანიტარული და ეკონომიკური საქმიანობის გაუქმება ან შედარებით დაბალბიუჯეტიანი სამხედრო ქვედანაყოფების გამოყენება.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ United Nations: Department of Political Affairs (1989). Repertoire of the Practice of the Security Council: Supplement 1989–1992. United Nations Publications, გვ. 457. ISBN 978-92-1-137030-0.