შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 692

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 692

ერაყი
თარიღი 20 მაისი, 1991
სხდომა № 2,987
კოდი S/RES/692 (დოკუმენტი)
თემა ერაყი-ქუვეითი
კენჭისყრა
მომხრე: 14
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 1
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 692, მიიღეს 1991 წლის 20 მაისს, წინა რეზოლუციების — 674 (1990), 686 (1991) და 687 (1991) — გათვალისწინებით, ასევე გენერალური მდივნის მოხსენების საფუძველზე, საბჭომ გადაწყვიტა დაეარსებინა გაეროს კომპენსაციის კომისია, რომელიც განიხილავდა საკომპენსაციო მოთხოვნებს, გამომდინარე ერაყის მიერ ქუვეითის ოკუპაციიდან, რამაც შემდგომში სპარსეთის ყურის ომი გამოიწვია.[1]

საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ კომისიის მართვის საბჭო განლაგდებოდა ჟენევაში, იმუშავებდა რეზოლუცია 687-ის (1991) შესაბამისი ნაწილების განსახორციელებლად და სთხოვა წევრ სახელმწიფოებს მასთან თანამშრომლობა. ასევე მოსთხოვა მართვის საბჭოს, რაც შეიძლება მალე წარმოედგინა მოხსენება ერაყის კომისიაში შენატანის განსაზღვრის მექანიზმების შესახებ, და აღნიშნა, რომ თუ ერაყი უარს იტყოდა მართვის საბჭოსთან თანამშრომლობაზე, უშიშროების საბჭო შესაძლოა გადაიხედავდა ერაყის ნავთობის იმპორტზე დაწესებულ აკრძალვას.

რეზოლუცია მიიღეს 14 ხმით, საწინააღმდეგო ხმების გარეშე, კუბამ თავი შეიკავა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Allain, Jean (2004). International law in the Middle East: closer to power than justice. Ashgate Publishing, Ltd., გვ. 159. ISBN 978-0-7546-2436-3.