გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 688
| გაეროს უს რეზოლუცია 688 | |
|---|---|
|
ჩრდილოეთ და სამხრეთ ერაყში ფრენის აკრძალვის ზონები | |
| თარიღი | 5 აპრილი, 1991 |
| სხდომა № | 2982 |
| კოდი | S/RES/688 (დოკუმენტი) |
| თემა | ერაყი |
კენჭისყრა |
მომხრე: 10 წინააღმდეგი: 3 თავი შეიკავა: 2 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს 688-ე რეზოლუცია მიღებულია 1991 წლის 5 აპრილს, საფრანგეთის, ირანისა და თურქეთის წარმომადგენლებისგან წერილების მიღების შემდეგ, რომლებშიც გამოთქმული იყო შეშფოთება ერაყელი ხალხის, მათ შორის ერაყის ქურთისტანში მცხოვრები მოსახლეობის პოლიტიკური რეპრესიების გამო, გაეროს საბჭომ დაგმო რეპრესიები და მოითხოვა, რომ ერაყს, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის აღმოფხვრის მიზნით, შეეწყვიტა რეპრესიები და პატივი ეცა თავისი მოსახლეობის ადამიანის უფლებებისთვის.
საბჭომ მოითხოვა, რომ ერაყმა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის დაზარალებულ რაიონებში შესვლის ნებართვა მიეცა და გენერალურ მდივანს სთხოვა, ერაყის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების შედეგად დაზარალებული ერაყელი და ქურთი მოსახლეობის შესახებ ანგარიში წარედგინა, მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით. მან ასევე მოითხოვა ერაყისგან თანამშრომლობა გენერალურ მდივანთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჰუმანიტარული დახმარების მხარდასაჭერად.
რეზოლუცია მიღებულ იქნა ათი მომხრით, სამი მოწინააღმდეგითა (კუბა, იემენი და ზიმბაბვე) და ორი თავშემკავებლით (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ინდოეთი).
საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა გამოიყენეს 688-ე რეზოლუცია ერაყში ჰუმანიტარული ოპერაციების დასაცავად ქვეყანაში ფრენის აკრძალვის ზონების დასამყარებლად, თუმცა რეზოლუციაში ფრენის აკრძალვის ზონებზე პირდაპირი მითითება არ იყო.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Byers, Michael (2005). War Law: Understanding International Law and Armed Conflict. Douglas & McIntyre, გვ. 41. ISBN 978-1-55365-151-2.