შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 684

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 684

ლიბანში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებითი ძალების მოქმედების არეალი
თარიღი 30 იანვარი, 1991
სხდომა № 2,975
კოდი S/RES/684 (დოკუმენტი)
თემა ისრაელი-ლიბანი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 684 მიღებულია 1991 წლის 30 იანვარს. ლიბანში გაერთიანებული ერების დროებითი ძალების (UNIFIL) შესახებ გენერალური მდივნის ანგარიშის შესწავლის შემდეგ, საბჭომ გადაწყვიტა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებითი ძალების მანდატის გაგრძელება ექვსი თვით, 1991 წლის 31 ივლისამდე.

საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ლიბანში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებითი ძალების მანდატს და გენერალურ მდივანს სთხოვა, 425 და 426 რეზოლუციების შესრულების პროგრესის შესახებ ანგარიშის წარდგენა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]