გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 67
| გაეროს უს რეზოლუცია 67 | |
|---|---|
| თარიღი | 28 იანვარი, 1949 |
| სხდომა № | 406 |
| კოდი | S/1234 (დოკუმენტი) |
| თემა | ინდონეზიის საკითხი |
| შედეგი | მიღებული |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 67 მიიღეს 1949 წლის 28 იანვარს, დარწმუნებული იმაში, რომ ინდონეზიის კონფლიქტის ორივე მხარე აგრძელებდა რენვილის შეთანხმების პრინციპების დაცვას, საბჭომ მოუწოდა ნიდერლანდებს დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ყველა სამხედრო ოპერაცია და ინდონეზიის რესპუბლიკას მისცა ბრძანება თავის შეიარაღებულ მომხრეებს შეეწყვიტათ პარტიზანული ომი, იმისთვის რომ ორივე მხარესთან ერთად ითანამშრომლონ მშვიდობის აღდგენასა და კანონისა და წესრიგის შენარჩუნებაში მთელ ტერიტორიაზე. საბჭომ ასევე მოუწოდა ნიდერლანდებს გაეთავისუფლებინა ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც დააპატიმრეს 1948 წლის 17 დეკემბრის შემდეგ და ხელი შეეწყო ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური პირების დაუყოვნებლივ დაბრუნებისათვის ჯოკიაკარტაში და მიეცა მათთვის ისეთი შესაძლებლობები, რასაც ეს მთავრობა გონივრულად მოითხოვდა ამ ტერიტორიაზე ეფექტური ფუნქციონირებისთვის.
შემდეგ რეზოლუცია მოუწოდებდა ფედერალური „ინდონეზიის შეერთებული შტატების“ შექმნას, რომელშიც საკონსტიტუციო ასამბლეის წევრებისთვის არჩევნები უნდა დასრულებულიყო 1949 წლის ოქტომბრამდე და რომლისთვისაც ნიდერლანდები ინდონეზიის სუვერენიტეტს 1950 წლის ივლისამდე გადასცემდა. ამ მიზნით საბჭომ სახელი შეუცვალა კეთილი ოფისების კომიტეტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინდონეზიის კომისიად და დაავალა მას ძველი კომიტეტის ყველა მოვალეობა, ასევე არჩევნების დაკვირვება და შეკრების, სიტყვისა და გამოცემის თავისუფლების გარანტია, ინდონეზიის ნაწილების რესპუბლიკურ მთავრობაზე გადაცემის ზედამხედველობა და საბჭოსთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა.
რეზოლუციას ნაწილ-ნაწილ უყარეს კენჭი; მთლიან ტექსტზე კენჭისყრა არ გამართულა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომისიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაეროს კეთილი მსახურების კომისია (1947)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ოფისების კომისია (1947) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომისია, რომელიც დაარსდა 1947 წლის 25 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 31-ის საფუძველზე, როგორც შუამავალი ახლად დაარსებულ ინდონეზიის რესპუბლიკასა და ნიდერლანდების სამეფოს შორის კონფლიქტისთვის.[1]
კეთილი ოფისების კომიტეტი შედგებოდა სამი ქვეყნისგან, თითოეული ქვეყანა აირჩია როგორც ინდონეზიამ, ისე ნიდერლანდებმა წარმომადგენლებად და შუამავლებად ცეცხლშეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმებისთვის. ეს ქვეყნები იყო შეერთებული შტატები, რომელიც აირჩია ორივე მხარემ როგორც შუამავალმა, ბელგია, რომელიც აირჩია ჰოლანდიელთა მხარემ, და ავსტრალია, რომელიც აირჩია ინდონეზიელთა მხარემ. შეერთებული შტატები წარმოადგენდა ფრენკ პორტერ გრეჰემი, ბელგიას წარმოადგენდა პოლ ვან ზეელანდი, ხოლო ავსტრალიას წარმოადგენდა რიჩარდ კირბი.[2][3]
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ოფისების კომისია იყო პირველი გაეროს მშვიდობისმყოფელი მისია ავსტრალიისთვის.[4]
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინდონეზიის კომისია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაეროს კომისია, რომელიც ჩამოყალიბდა კეთილი ოფისების კომისიის ჩასანაცვლებლად. UNCI-ს მიზანი იყო გაეგრძელებინა წინა კომისიის მოვალეობების შესრულება და ამავე დროს ეზედამხედა ინდონეზიის ტერიტორიის რესპუბლიკურ მთავრობაზე გადაცემაზე და რეგულარულად მიეწოდებინა ანგარიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოსთვის. UNCI ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც კეთილი ოფისების კომისია მიიჩნიეს წარუმატებლად კონფლიქტის მოგვარების საქმეში.[5] UNCI-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰოლანდიურ-ინდონეზიურ მრგვალი მაგიდის კონფერენციაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Committee of Good Offices on the Indonesian question : 1st interim report of the Committee to the Security Council (1948). ციტირების თარიღი: 3 November 2020
- ↑ Renville Agreement | Netherlands-Indonesia [1948] en. ციტირების თარიღი: 2020-11-03
- ↑ Peran Australia dalam Perundingan Renville id-ID (2020-10-02). ციტირების თარიღი: 2020-12-14
- ↑ United Nations Commission for Indonesia (UNCI) 1949 - 1950 en. ციტირების თარიღი: 2020-11-03
- ↑ Agha, Issam Abdul (1961). The United Nations and national independence: the Indonesian question: A peaceful settlement; the Algerian problem: A case study in evolution study in evolution (Thesis thesis). Graduate Student Theses, Dissertations, & Professional Papers.