გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 667
| გაეროს უს რეზოლუცია 667 | |
|---|---|
|
ქუვეითი | |
| თარიღი | 16 სექტემბერი, 1990 |
| სხდომა № | 2,940 |
| კოდი | S/RES/667 (დოკუმენტი) |
| თემა | ერაყი-ქუვეთი |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 667 მიღებულია 1990 წლის 16 სექტემბერს. საბჭომ დაგმო ერაყის „აგრესიული ქმედებები“ ოკუპირებულ ქუვეითში დიპლომატიური მისიებისა და პერსონალის წინააღმდეგ, მათ შორის გატაცების ფაქტები, რაც დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევას წარმოადგენს.
ერაყელმა ჯარისკაცებმა გაიტაცეს ევროპული და არაბული ქვეყნის დიპლომატიურ მისიიის წევრები. გაეროს წესდების VII თავის შესაბამისად მოქმედმა საბჭომ მოითხოვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ასევე რეზოლუციაში 664 ნახსენები ყველა მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რითაც შეახსენა მას ვენის კონვენციების შესაბამისად ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. მან ასევე სთხოვა ერაყს, დაეცვა ქუვეითში დიპლომატიური და საკონსულო პერსონალისა და შენობების უსაფრთხოება და კეთილდღეობა და არ მიეღო რაიმე ქმედება, რაც შეაფერხებდა მათი დიპლომატიური მოვალეობის შესრულებას, მათ შორის მათი მოქალაქეების შენობაში შესვლას.
რეზოლუცია მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს, მკაცრად დაიცვან ერაყის წინააღმდეგ მიღებული ყველა რეზოლუცია. ამავდროულად, რეზოლუციამ 667 დაგმო სადამ ჰუსეინის ქმედებები.[1] გაეროში ერაყის წარმომადგენლის მოადგილემ, საბაჰ ტალატ კადრატმა დაგმო რეზოლუცია და აღნიშნა, რომ საბჭომ მიიღო ზომები მისი ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა სანქციები არ მიუღია არც ერთი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Westerfield, Donald L. (1996). War powers: the president, the Congress, and the question of war. Greenwood Publishing Group, გვ. 135. ISBN 978-0-275-94701-9.
- ↑ Lewis, Paul (17 September 1990). „Confrontation in the Gulf: U.N. seeks wider embargo in vote assailing Iraqi acts“. The New York Times.