შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 664

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 664

ელ-ქუვეითი
თარიღი 18 აგვისტო, 1990
სხდომა № 2,937
კოდი S/RES/664 (დოკუმენტი)
თემა ერაყი-ქუვეითი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 664 მიღებულია 1990 წლის 18 აგვისტოს. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს 660 (1990), 661 (1990) და 662 (1990) რეზოლუციებს. საბჭომ გაიხსენა ერაყის ვალდებულებები საერთაშორისო სამართლის წინაშე და გაეროს წესდების VII თავის შესაბამისად მოითხოვა, რომ ერაყმა დაუშვას და ხელი შეუწყოს მესამე ქვეყნების მოქალაქეების გამგზავრებას ერაყიდან და ქუვეითიდან. ასევე მოითხოვა საკონსულო და დიპლომატიური წვდომა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

საბჭომ მოითხოვა, რომ ერაყმა არ მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეების უსაფრთხოებას. კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქუვეითის ანექსია უკანონოა და მოითხოვა, რომ ერაყმა გააუქმოს ბრძანებები ქუვეითში საკონსულო და დიპლომატიური მისიების დახურვისა და მათი პერსონალის დიპლომატიური იმუნიტეტის მოხსნის შესახებ.[1] ერაყის შეჭრის დროს ათასობით უცხოელი იმყოფებოდა ერაყსა და ქუვეითში. საბჭომ დაგმო ერაყის გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეების სტრატეგიულ ობიექტებზე „ადამიანურ ფარებად“ გამოყენების შესახებ.[2]

  1. „The Gulf crisis, international law, and American foreign policy“. Montana Business Quarterly. Autumn 1991.
  2. Hume, Cameron R. (1994). The United Nations, Iran, and Iraq: how peacemaking changed. Indiana University Press, გვ. 195. ISBN 978-0-253-32874-8.