გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 66
| გაეროს უს რეზოლუცია 66 | |
|---|---|
|
ისრაელის დროშა | |
| თარიღი | 29 დეკემბერი, 1948 |
| სხდომა № | 396 |
| კოდი | S/1169 (დოკუმენტი) |
| თემა | პალესტინის საკითხი |
კენჭისყრა |
მომხრე: 8 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 3 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 66 მიიღეს 1948 წლის 29 დეკემბერს, მოქმედი შუამავლის მოხსენების საპასუხოდ იმ მტრული მოქმედებების შესახებ, რომლებიც 22 დეკემბერს გაიშალა სამხრეთ პალესტინაში მიუხედავად გაეროს ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებისა. საბჭომ მოითხოვა გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 61-ის დაუყოვნებლივ განხორციელება. რეზოლუცია ავალებს მოქმედ შუამავალს ხელი შეუწყოს ზავის სრულ ზედამხედველობას გაეროს დამკვირვებლების მიერ. რეზოლუცია ასევე ავალებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 61-ით დანიშნულ კომიტეტს შეიკრიბოს ლეიკ-სექსესში, ნიუ-იორკში 7 იანვარს, განიხილოს სიტუაცია სამხრეთ პალესტინაში და მოახსენოს საბჭოს იმის შესახებ, თუ რამდენად შეასრულეს ან არ შეასრულეს მთავრობებმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები 61 და 62. რეზოლუცია ასევე იწვევს კუბას და ნორვეგიას ჩაანაცვლონ კომიტეტის ორი წარმომადგენელი (ბელგია და კოლუმბია), რომლებიც 1 იანვარს თანამდებობას ტოვებენ.
რეზოლუცია მიიღეს რვა ხმით ნულის წინააღმდეგ; უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი თავი შეიკავეს ხმის მიცემისგან.