შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 651

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 651

ერაყი (ნარინჯისფერი) და ირანი (მწვანე)
თარიღი 29 მარტი 1990
სხდომა № 2,916
კოდი S/RES/651 (დოკუმენტი)
თემა ირანი-ერაყი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებული
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 651 მიღებულია 1990 წლის 29 მარტს.598-ე (1987), 619-ე (1988), 631-ე (1989) და 642-ე (1989) რეზოლუციების გათვალისწინებისა და გენერალური მდივნის, ხავიერ პერეს დე კუელიარის მოხსენების განხილვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა გაეროს ირან-ერაყის სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფს, საბჭომ გადაწყვიტა:

(ა) მოუწოდოს როგორც ირანს, ისე ერაყს, აღასრულონ 598-ე რეზოლუცია;
(ბ) კიდევ ექვსი თვით, 1990 წლის 30 სექტემბრამდე გააგრძელოს გაეროს ირან-ერაყის სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფის მანდატი;
(გ) დაავალოს გენერალურ მდივანს, ამ ვადის ამოწურვისას წარადგინოს ანგარიში არსებული ვითარებისა და 598-ე რეზოლუციის იმპლემენტაციისთვის გატარებული ღონისძიებების შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]