შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 649

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 649

კვიპროსი კოსმოსიდან დანახული
თარიღი 12 მარტი 1990
სხდომა № 2,909
კოდი S/RES/649 (დოკუმენტი)
თემა კვიპროსი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებული
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 649 მიღებულია 1990 წლის 12 მარტს,რომელიც განიხილავს გენერალური მდივნის მოხსენებას კვიპროსის ორი თემის ლიდერს შორის გამართული ბოლო შეხვედრის შესახებ. საბჭომ, 367-ის (1975) გათვალისწინებით, მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ კვიპროსში გაეროს სამშვიდობო ძალების ჩამოყალიბებიდან 25 წლის გასვლის მიუხედავად, არსებული ვითარების გადაჭრის გზა კვლავ არ არის ნაპოვნი.

საბჭომ განსაკუთრებით ხაზგასმით დაადასტურა 1977 და 1979 წლებში ბერძნულ-კვიპროსული და თურქულ-კვიპროსული თემების ლიდერებს შორის გამართული შეხვედრები, რომლებზეც მათ აიღეს ვალდებულება, ჩამოეყალიბებინათ ორთემიანი „კვიპროსის ფედერაციული რესპუბლიკა“. საბჭომ მოუწოდა ორივე მხარეს, გენერალურ მდივანთან ერთად გააგრძელონ ძალისხმევა ფედერაციის შექმნისთვის ორმხრივად მისაღები გზის საპოვნელად და მოუწოდა მათ, დაასრულონ მუშაობა 1989 წელს შეთანხმებულ საერთო დოკუმენტზე.

649-ე რეზოლუციამ დაავალა გენერალურ მდივანს, წარუდგინოს წინადადებები ორივე ლიდერს არსებული ვითარების გამოსასწორებლად და 1990 წლის 31 მაისისთვის მოამზადოს ანგარიში გამართული დისკუსიების პროგრესის შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]