გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 626
| გაეროს უს რეზოლუცია 626 | |
|---|---|
|
კუბა (წითელი), ანგოლა (მწვანე) და სამხრეთ აფრიკა (ლურჯი) | |
| თარიღი | 20 დეკემბერი 1988 |
| სხდომა № | 2,834 |
| კოდი | S/RES/626 (დოკუმენტი) |
| თემა | ანგოლა |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 626 ერთხმად მიიღეს 1988 წლის 20 დეკემბერს, ეხებოდა ანგოლასა და კუბას შორის მიღწეულ შეთანხმებას ანგოლიდან კუბის ჯარების გაყვანის შესახებ. გენერალური მდივნის ანგარიშის განხილვის შემდეგ, საბჭომ მოიწონა აღნიშნული ანგარიში და 31 თვის ვადით ჩამოაყალიბა გაეროს ანგოლის პირველი საკონტროლო მისია (UNAVEM I).
საბჭომ დაადგინა, რომ მისია ძალაში შევიდოდა მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერებოდა სამმხრივ შეთანხმებას ანგოლას, კუბასა და სამხრეთ აფრიკას შორის, ისევე როგორც ორმხრივ შეთანხმებას ანგოლასა და კუბას შორის. საბჭომ სთხოვა გენერალურ მდივანს, წარედგინა ანგარიში უშუალოდ შეთანხმების ხელმოწერისთანავე.
1988 წლის 22 დეკემბერს, ნიუ-იორკში ხელი მოეწერა როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ შეთანხმებებს, რამაც გზა გაუკვალა ნამიბიის დამოუკიდებლობას და ანგოლიდან კუბის 50 000-იანი სამხედრო კონტინგენტის გაყვანას.[1][2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Wellens, Karen (1990). Resolutions and statements of the United Nations Security Council (1946–1989): a thematic guide. BRILL, გვ. 235. ISBN 978-0-7923-0796-9.
- ↑ Lewis, Paul (23 December 1988). „Angola and Namibia Accords Signed“. The New York Times.
- გაეროს უშიშროების საბჭოს 1988 წლის რეზოლუციები
- 1988 წელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში
- 1988 წელი აფრიკაში
- 1988 წელი ანგოლაში
- 1988 წელი კუბაში
- გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები სამხრეთ აფრიკის სასაზღვრო ომის შესახებ
- გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ანგოლის შესახებ
- გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები კუბის შესახებ