გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 624
იერსახე
| გაეროს უს რეზოლუცია 624 | |
|---|---|
|
გოლანის მაღლობები | |
| თარიღი | 30 ნოემბერი 1988 |
| სხდომა № | 2,831 |
| კოდი | S/RES/624 (დოკუმენტი) |
| თემა | ისრაელ–სირია |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 624 ერთხმად მიიღეს 1988 წლის 30 ნოემბერს, ეყრდნობოდა გენერალური მდივნის ანგარიშს გაეროს დაშორიშორების ზედამხედველობის ძალების (UNDOF) შესახებ. საბჭომ აღნიშნა მათი ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთში მყარი და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად, თუმცა, ამავდროულად, გამოხატა შეშფოთება რეგიონში არსებული დაძაბულობის გამო.
რეზოლუციამ გადაწყვიტა, მოეწოდებინა დაინტერესებული მხარეებისთვის 338-ე რეზოლუციის (1973) დაუყოვნებლივ შესრულებისკენ; მან კიდევ ექვსი თვით, 1989 წლის 31 მაისამდე, გააგრძელა ზედამხედველობის ძალების მანდატი და სთხოვა გენერალურ მდივანს, აღნიშნული პერიოდის ბოლოს წარედგინა ანგარიში შექმნილი ვითარების შესახებ.