გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 620
| გაეროს უს რეზოლუცია 620 | |
|---|---|
|
ირან-ერაყის საზღვარი | |
| თარიღი | 26 აგვისტო, 1988 |
| სხდომა № | 2,825 |
| კოდი | S/RES/620 (დოკუმენტი) |
| თემა | ირანი-ერაყი |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 620 მიღებულია 1988 წლის 26 აგვისტოს, ეყრდნობა 612-ე (1988) რეზოლუციას, რომლითაც დადასტურდა ირან-ერაყის ომში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები. საბჭომ კიდევ ერთხელ დაგმო მსგავსი იარაღის გამოყენება, როგორც ჟენევის ოქმის დარღვევა.
შემდგომ საბჭომ მოუწოდა გენერალურ მდივანს, ხავიერ პერეს დე კუელიარს, ჩაეტარებინა გამოძიება ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მიერ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტებზე, რაც შეიძლება წარმოადგენდეს 1925 წლის ჟენევის ოქმის დარღვევას.
რეზოლუცია 620-მა ასევე მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ, დააწესონ ან განაგრძონ მკაცრი კონტროლი ქიმიურ პროდუქტებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ ისინი შესაძლოა გამოყენებულია ქიმიურ იარაღში საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, განიხილოს და მხედველობაში მიიღოს გენერალური მდივნის ნებისმიერი გამოძიების შედეგები, რათა შემუშავდეს შესაბამისი და ეფექტური ზომები გაეროს წესდების შესაბამისად, თუ მომავალში ადგილი ექნება ქიმიური იარაღის გამოყენებას საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ვინც არ უნდა იყოს ამის ჩამდენი და სადაც არ უნდა მოხდეს ეს.