გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 615
| გაეროს უს რეზოლუცია 615 | |
|---|---|
|
აპართეიდის ეპოქის ნიშანი (1989) | |
| თარიღი | 17 ივნისი 1988 |
| სხდომა № | 2,817 |
| კოდი | S/RES/615 (დოკუმენტი) |
| თემა | სამხრეთ აფრიკის საკითხი |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 615 ერთხმად მიიღეს 1988 წლის 17 ივნისს. რეზოლუციაში საბჭომ აღნიშნა სამხრეთ აფრიკაში არსებული მდგომარეობის გაუარესება და კიდევ ერთხელ დაადასტურა 503-ე (1982), 525-ე (1982), 533-ე (1983), 547-ე (1984) და 610-ე (1988) რეზოლუციები.
რეზოლუციაში ღრმა შეშფოთება გამოთქმული იყო თვრამეტი ანტი-აპართეიდის აქტივისტისა და ორგანიზაციის მიმართ დაწესებული შეზღუდვების, ასევე 1988 წლის 29 თებერვალს ეკლესიის ლიდერების დაკავების გამო, რამაც, „ძირი გამოუთხარა სამხრეთ აფრიკაში არსებული სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაძლებლობებს“.
შარპვილის ექვსეულის შესახებ საბჭომ შეშფოთება გამოთქვა მათ მიერ სააპელაციო საჩივრის უარყოფისა და პრეტორიის უზენაეს სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვაზე უარის თქმის გამო 1988 წლის 13 ივნისს. რეზოლუცია მოუწოდებდა სამხრეთ აფრიკის მთავრობას, შეეჩერებინა ექვსი ადამიანის სიკვდილით დასჯა, რომელიც, საბჭოს თქმით, მსოფლიო აზრის საწინააღმდეგოდ იყო გამოტანილი და მოუწოდებდა სხვა წევრ სახელმწიფოებს, გამოეყენებინათ თავიანთი გავლენა სამხრეთ აფრიკაზე ზეწოლის მიზნით, რათა გადაერჩინათ ექვსი ანტი-აპართეიდის აქტივისტის სიცოცხლე.
საზღვარგარეთიდან ზეწოლის შედეგად, საბოლოოდ, პრეზიდენტმა პიტერ ვილემ ბოთამ ექვსივე პირს სასჯელი 18-25 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა[1] და 1991-1992 წლებში ისინი ყველა ციხიდან გაათავისუფლეს.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Sharpeville Six plea is rejected". The Guardian. 14 June 1988.
- ↑ Noonan, Patrick (2003). They're burning the churches: the final dramatic events that scuttled apartheid. Jacana Media, გვ. 49. ISBN 978-1-919931-46-3.