შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 610

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 610

აპარტეიდის ეპოქის ნიშანი (1989)
თარიღი 16 მარტი 1988
სხდომა № 2,799
კოდი S/RES/610 (დოკუმენტი)
თემა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 610 მიიღეს 1988 წლის 16 მარტს, რეზოლუციების 503 (1982), 525 (1982), 533 (1983) და 547 (1984) ხელახალი დადასტურების შემდეგ, რომლებიც გამოხატავდნენ შეშფოთებას აპართეიდის წინააღმდეგ აქტივისტებზე დაკისრებული სიკვდილით დასჯის განაჩენების შესახებ, საბჭომ აღნიშნა გაუარესებული ვითარება სამხრეთ აფრიკაში. რეზოლუცია 610 ეხებოდა შარპვილის ექვსეულს, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ შარპვილის მერის მოადგილის მკვლელობაში 1985 წლის 12 დეკემბერს.

რეზოლუცია გამოხატავდა ღრმა შეშფოთებას „პრეტორიის რეჟიმის“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ შარპვილის ექვსეული სიკვდილით დაესაჯათ 1988 წლის 18 მარტს, მიუხედავად მსოფლიო მოწოდებისა, აღნიშნავდა, რომ სასამართლო პროცესმა აჩვენა, რომ ექვს ეჭვმიტანილთაგან არცერთი არ აღმოჩნდა საბჭოს წევრის მკვლელად, მაგრამ ყველა მხოლოდ იმიტომ გასამართლდა, რომ მათ ჰქონდათ „საერთო მიზანი“ რეალურ დამნაშავეებთან.

რეზოლუცია 610 მოუწოდებდა სამხრეთ აფრიკის მთავრობას, შეეცვალა განაჩენები და გაეთავისუფლებინა სიკვდილით დასჯისგან, მოუწოდებდა სხვა წევრ სახელმწიფოებს, გაეროს ქარტიის შესაბამისად ემოქმედათ ამ ექვსი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. რეზოლუციის მიღების მეორე დღეს, სამხრეთ აფრიკულმა სასამართლომ მიანიჭა ერთთვიანი შეჩერება სიკვდილით დასჯის აღსრულებისთვის და ექვსეულმა გაასაჩივრა.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Wellens, Karen (1990). Resolutions and statements of the United Nations Security Council (1946–1989): a thematic guide. BRILL, გვ. 172. ISBN 978-0-7923-0796-9.