გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 608
| გაეროს უს რეზოლუცია 608 | |
|---|---|
|
ისრაელი და ოკუპირებული ტერიტორიები | |
| თარიღი | 14 იანვარი 1988 |
| სხდომა № | 2,781 |
| კოდი | S/RES/608 (დოკუმენტი) |
| თემა | ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები |
კენჭისყრა |
მომხრე: 14 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 1 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 608 მიღებულია 1988 წლის 14 იანვარს,რომელიც ეხმიანება რეზოლუცია 607-ს (1988). საბჭომ სინანული გამოთქვა ისრაელის გადაწყვეტილების გამო, რომელიც წინა რეზოლუციის უგულებელყოფით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან პალესტინელების დეპორტაციას ეხებოდა.
რეზოლუციამ მოუწოდა ისრაელს, შეეწყვიტა დეპორტაციები და უზრუნველეყო პალესტინელების უსაფრთხო რეპატრიაცია (დაბრუნება) პალესტინის ტერიტორიებზე. ამასთან, საბჭომ გადაწყვიტა, აღნიშნული საკითხი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ დაეტოვებინა.
რეზოლუციის ტექსტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უშიშროების საბჭო,
კვლავ ადასტურებს რა თავის 1988 წლის 5 იანვრის 607-ე რეზოლუციას,
გამოხატავს ღრმა სინანულს იმის გამო, რომ ისრაელმა, როგორც ოკუპირებულმა სახელმწიფომ, აღნიშნული რეზოლუციის უგულებელყოფით, მოახდინა პალესტინელი სამოქალაქო პირების დეპორტაცია,
1. მოუწოდებს ისრაელს, გააუქმოს პალესტინელი სამოქალაქო პირების დეპორტაციის ბრძანება და უზრუნველყოს უკვე დეპორტირებულთა უსაფრთხო და დაუყოვნებლივი დაბრუნება პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
2. მიმართავს თხოვნით ისრაელს, დაუყოვნებლივ შეიკავოს თავი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნებისმიერი სხვა პალესტინელი სამოქალაქო პირის დეპორტაციისაგან;
3. წყვეტს, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ დატოვოს ვითარება პალესტინისა და სხვა არაბულ ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულია ისრაელის მიერ 1967 წლის შემდეგ, იერუსალიმის ჩათვლით.
ხმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეზოლუცია 608 მიღებულია 14 ხმით არცერთის წინააღმდეგ, ხოლო აშშ-მ თავი შეიკავა.