შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 606

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 606

სამხრეთ აფრიკის სასაზღვრო ოპერაციები
თარიღი 23 დეკემბერი 1987
სხდომა № 2,778
კოდი S/RES/606 (1987) დოკუმენტი)
თემა ანგოლა-სამხრეთ აფრიკა
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 606 მიღებულია 1987 წლის 23 დეკემბერს, საბჭომ გაითვალისწინა რეზოლუცია 602 (1987) და გაეცნო გენერალური მდივნის ანგარიშს, რომელიც სწორედ ამ რეზოლუციის საფუძველზე მომზადდა. საბჭომ დაგმო სამხრეთ აფრიკა ანგოლის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილების განგრძობითი ოკუპაციისა და აღნიშნული ტერიტორიიდან საკუთარი ძალების გაყვანის დაყოვნების გამო.

საბჭომ თხოვნით მიმართა გენერალურ მდივანს, გააგრძელოს ჯარების სრული გაყვანის პროცესზე მონიტორინგი, რათა სამხრეთ აფრიკისგან მიიღოს ზუსტი გრაფიკი ამ პროცესის დასასრულებლად. საბჭომ მას ასევე სთხოვა, უმოკლეს ვადებში წარადგინოს ანგარიში ძალების გაყვანის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

რეზოლუციის პროექტი (606) წარადგინეს არგენტინამ, კონგომ, განამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ზამბიამ. შეხვედრაზე დამსწრე ანგოლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა სამხრეთ აფრიკა ჯარების გაყვანის შესახებ აცხადებდა, რეალურად ის საკუთარ პოზიციებს ამაგრებდა. ამავდროულად, სამხრეთ აფრიკის თავდაცვის ძალებმა აღნიშნეს, რომ ჯარების გაყვანის განრიგის წარდგენა არ შეეძლოთ.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. United Nations (2000). Repertoire of the practice of the Security Council: supplement 1985–1988. United Nations Publications, გვ. 268. ISBN 978-92-1-137029-4.