გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 602
| გაეროს უს რეზოლუცია 602 | |
|---|---|
|
სამხრეთ აფრიკის სამხედრო ოპერაციები ანგოლაში | |
| თარიღი | 25 ნოემბერი 1987 |
| სხდომა № | 2,767 |
| კოდი | S/RES/602 (1987) დოკუმენტი) |
| თემა | ანგოლა - სამხრეთ აფრიკა |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 602 მიღებულია 1987 წლის 25 ნოემბერს, ანგოლის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელთა მოსმენის შემდეგ. საბჭომ გაიხსენა რეზოლუციები: 387 (1976), 428 (1978), 447 (1979), 454 (1979), 475 (1980), 545 (1983), 546 (1984), 567 (1985), 571 (1985), 574 (1985) და 577 (1985). გამოხატა შეშფოთება სამხრეთ აფრიკის მხრიდან ოკუპირებული სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის (ნამიბია) გავლით ქვეყანაში განგრძობადი სამხედრო ინტერვენციების გამო.
საბჭომ მოსთხოვა სამხრეთ აფრიკას, შეეწყვიტა „ოპერაცია მოდულარი“ (Operation Moduler) და პატივი ეცა ანგოლის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, აღნიშნა ანგოლის ტერიტორიაზე „სამხრეთ აფრიკის რასისტული რეჟიმის მეთაურისა და მისი ზოგიერთი მინისტრის უკანონო შესვლა“. განის წარმომადგენელმა, რომელმაც წარადგინა ეს რეზოლუცია, განაცხადა, რომ განგრძობადი თავდასხმები საბჭოს ავტორიტეტის შეურაცხყოფა იყო.[1] საბჭომ მოუწოდა სამხრეთ აფრიკის ძალებს სამხრეთ ანგოლიდან სრული და უპირობო გასვლისკენ და დაავალა გენერალურ მდივანს, გაეკონტროლებინა მოცემული რეზოლუციის შესრულება და წარედგინა ანგარიში არაუგვიანეს 1987 წლის 10 დეკემბრისა.
აღნიშნული რეზოლუცია წარმოადგენდა სამხრეთ აფრიკის იმ წინადადების პირდაპირ უარყოფას, რომლის მიხედვითაც ის ჯარებს ანგოლიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიყვანდა, თუ სხვა ქვეყნებიც (მაგალითად, კუბა) იმავეს გააკეთებდნენ.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ United Nations (2000). Repertoire of the practice of the Security Council: supplement 1985–1988. United Nations Publications, გვ. 267. ISBN 978-92-1-137029-4.
- ↑ „UN council condemns S. Africa on Angola“. Chicago Sun-Times. 26 November 1987. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 November 2012.