გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 601
| გაეროს უს რეზოლუცია 601 | |
|---|---|
|
ნამიბია | |
| თარიღი | 27 მარტი 1987 |
| სხდომა № | 2,759 |
| კოდი | S/RES/601 (დოკუმენტი) |
| თემა | ნამიბია |
კენჭისყრა |
მომხრე: 14 წინააღმდეგი: 1 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 601 მიიღეს 1987 წლის 30 ოქტომბერს. წინა 269-ე (1969), 276-ე (1970), 301-ე (1971), 385-ე (1976), 431-ე (1978), 432-ე (1978), 435-ე (1978), 439-ე (1978), 532-ე (1983), 539-ე (1983) და 566-ე (1985) რეზოლუციების გახსენების შემდეგ საბჭომ კვლავ დაგმო სამხრეთ აფრიკა, ნამიბიის „უკანონო“ ოკუპაციისა და წინა რეზოლუციების შესრულებაზე უარის თქმის გამო.
რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა გაეროს პირდაპირი პასუხისმგებლობა ნამიბიის ტერიტორიაზე და აღნიშნა, რომ 535-ე (1978) რეზოლუციასთან დაკავშირებული ყველა გადაუჭრელი საკითხი მოგვარებული იყო. რეზოლუცია ასევე მიესალმა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის სახალხო ორგანიზაციის მიერ მიღებულ პირობას, ხელი მოეწერა და დაეცვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამხრეთ აფრიკის თავდაცვის ძალებთან, ამიტომ საბჭომ გენერალურ მდივანს, ხავიერ პერეს დე კუელარს, უფლება მისცა, მოეწყო ცეცხლის შეწყვეტა ორივე მხარეს შორის, რათა გაეროს გარდამავალი დახმარების ჯგუფი ნამიბიაში განთავსებულიყო.
საბჭომ ასევე მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, დახმარებოდნენ გენერალურ მდივანს და მის თანამშრომლებს მიმდინარე რეზოლუციის განხორციელებაში და სთხოვა გენერალურ მდივანს, რაც შეიძლება მალე წარედგინა ანგარიში რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ.[1]
რეზოლუცია 601 მიიღეს 14 ხმით არცერთის წინააღმდეგ, ხოლო შეერთებული შტატებმა კენჭისყრისგან თავი შეიკავა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ United Nations (2005). Repertory of practice of United Nations organs: Articles 92–105 of the Charter. United Nations Publications, გვ. 85. ISBN 978-92-1-133539-2.