შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 587

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 587

განადგურებული გაეროს ბაზა ლიბანში
თარიღი 23 სექტემბერი 1986
სხდომა № 2,708
კოდი S/RES/587 (დოკუმენტი)
თემა ისრაელ-ლიბანი
კენჭისყრა
მომხრე: 14
წინააღმდეგი: 1
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 587 მიღებულია 1986 წლის 23 სექტემბერს. ამ თემაზე წინა რეზოლუციების გახსენების შემდეგ, საბჭომ მკაცრად დაგმო სამხრეთ ლიბანში მყოფი დროებითი ძალების (UNIFIL) წინააღმდეგ თავდასხმები და გამოხატა აღშფოთება თავდასხმებისადმი მიღებული მხარდაჭერის გამო. თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, რომლის ჩადენაშიც UNIFIL-მა ისრაელის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთ ლიბანის არმია დაადანაშაულა.[1]

საფრანგეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციაში[2] მოწონებით აღინიშნა UNIFIL-ის მუშაობა და მისი „სიმამაცე, დისციპლინა და თავშეკავება“. რეზოლუციამ ასევე გაითვალისწინა გენერალური მდივნის ანგარიში და მიიღო მისი წინადადებები ძალების უსაფრთხოებასთან დაკავშირები. სთხოვა მას 21 დღის ვადაში წარედგინა ანგარიში 587-ე რეზოლუციის შესრულების შესახებ.

საბჭომ დასასრულს მოითხოვა სამხრეთ ლიბანიდან ყველა იმ სამხედრო ძალის გაყვანა, რომელსაც ლიბანის ხელისუფლება არ იღებდა.

587-ე რეზოლუცია მიიღეს 14 ხმით არცერთის წინააღმდეგ, ხოლო შეერთებულმა შტატებმა კენჭისყრისგან თავი შეიკავა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Security Council Resolution 587 (1986), attack on UNIFIL, 23 September 1986.. Israeli Ministry of Foreign Affairs (23 September 1986).
  2. Keesing's Record of World Events (1987). „Factional fighting in Beirut prior to February 1987 Syrian intervention – Fighting in Tripoli – Clashes involving UNIFIL and Israeli-backed forces in south – Amal-PLO battles – Kidnappings of foreigners“. Keesing's Record of World Events. Keesing's Worldwide, LLC. 33: 35020.