შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 582

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 582

ერაყელი სამხედრო ტყვეები ირანში
თარიღი 24 თებერვალი 1986
სხდომა № 2,662
კოდი S/RES/582 (დოკუმენტი)
თემა ირანი-ერაყი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 582 მიღებულია 1986 წლის 24 თებერვალს, მას შემდეგ, რაც საბჭომ აღნიშნა, რომ საკითხი ექვსი წლის განმავლობაში განიხილებოდა და ირანსა და ერაყს შორის კონფლიქტი კვლავ გრძელდებოდა, გმობდა ირან-ერაყის ომის დაწყების პირველ აქტებს და კონფლიქტის გაგრძელებას.

საბჭომ დაგმო კონფლიქტის ესკალაცია, მათ შორის ტერიტორიული შეჭრები, სამოქალაქო რაიონების დაბომბვა, ნეიტრალურ გემებზე თავდასხმები, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ქიმიური იარაღის გამოყენება, რაც ეწინააღმდეგება 1925 წლის ჟენევის პროტოკოლს.

რეზოლუცია მოუწოდებდა ირანსა და ერაყს, შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები და დაეცვათ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რასაც უნდა მოჰყოლოდა სამხედრო ძალების სრული გაყვანა მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე, ასევე სამხედრო ტყვეების გაცვლა, რასაც საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტი შეუწყობდა ხელს. ის ასევე მოუწოდებდა ორივე მხარეს, კონფლიქტის ყველა ასპექტი დაუყოვნებლივ დაექვემდებარებინათ მედიაციას და სთხოვდა გენერალურ მდივანს, ხავიერ პერეს დე კუელიარს, გაეგრძელებინა ძალისხმევა სამედიაციო პროცესში.

582-ე რეზოლუციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება ნებაყოფლობითი იყო, რის გამოც ორივე მხარემ უარი განაცხადა მის განხორციელებაზე. [1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Lauterpacht, E (1991). The Kuwait Crisis: Basic Documents. Cambridge University Press, გვ. 156. ISBN 978-0-521-46308-9.