გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 569
| გაეროს უს რეზოლუცია 569 | |
|---|---|
|
აპართეიდის ეპოქის ნიშანი სანაპიროზე (1989) | |
| თარიღი | 26 ივნისი 1985 |
| სხდომა № | 2,602 |
| კოდი | S/RES/569 (დოკუმენტი) |
| თემა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
კენჭისყრა |
მომხრე: 13 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 2 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 569 მიიღეს 1985 წლის 26 ივლისს. მან სამხრეთ აფრიკაში აპართეიდის სისტემის მიერ გამოწვეული ტანჯვის გამო შეშფოთება გამოხატა, ასევე დაგმო აპართეიდის სისტემის რეპრესიული პოლიტიკა, მათ შორის მკვლელობები და იძულებითი გადასახლებები, ასევე ქვეყნის 36 რაიონში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გაუქმება.
საბჭომ მოუწოდა ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ნელსონ მანდელას, გათავისუფლებისკენ და აღნიშნა, რომ თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუძლია პრობლემის გადაჭრის გზაზე დადგომა. მან ასევე მოუწოდა წევრ სახელმწიფოს, სავალდებულო იარაღის ემბარგოს გარდა, მონაწილეობა მიეღოთ ინვესტიციების, საზღვაო და საჰაერო ურთიერთობების, სპორტული და კულტურული ურთიერთობების შეზღუდვებსა და კრუგერანდების გაყიდვის აკრძალვაში და შეაქო წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც უკვე მიიღეს ასეთი პროცედურები.
საბოლოოდ, 569-ე რეზოლუციით გენერალურ მდივანს მოეთხოვებოდა ანგარიშის გამოქვეყნება მიმდინარე რეზოლუციის განხორციელების შესახებ.
რეზოლუცია მიღეს 13 ხმით ნულის წინააღმდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებული შტატებმა კი კენჭისყრისგან თავი შეიკავეს.